12 ნოე - 11 დეკ

ოჯახის ექიმების ქსელის კოორდინატორი

თბილისი

განცხადების სრული ტექსტი

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმების ქსელის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • საოჯახო ექიმების ქსელის გრაფიკებისა და რეზერვაციების ადმინისტრირება
  • ოჯახის ექიმებისა და ასისტენტების შვებულებების, ბიულეტენებისა და ცვლების როტაციების დარეგულირება და პროგრამული ასახვა
  • ელექტრონულ სისტემაში ექიმის რეზერვაციების (ბუქინგის) შექმნა, კორექტირება, დახურვა და გაუქმება
  • ექიმის შვებულების ან ბიულეტენის შესახებ კლინიკის მენეჯერებისა და უფროსი რეგისტრატორების დროული ინფორმირება და ჩაწერილი პაციენტების გაფრთხილების პროცესის კონტროლი
  • ახალ ლოკაციებზე გადასვლისას სამუშაო კაბინეტის მოწყობის შემოწმება წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის (ჩექ-ლისტის) მიხედვით
  • ექიმებისა და ასისტენტების სამუშაო ადგილის ცვლილებისას ყველა პასუხისმგებელი პირისა და განყოფილების წერილობითი ინფორმირება და პროცესის ბოლომდე მიყვანის კონტროლი
  • პერსონალისთვის საჭირო ტექნიკის, ინვენტარისა და სამუშაო ეკიპირების მიწოდების ორგანიზება
  • რეგიონის ოჯახის ექიმებისთვის პროგრამული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა
  • ასისტენტისა და სერვის-ადმინისტრატორის პოზიციებზე აპლიკანტების შერჩევის პროცესში ჩართულობა
  • ახალი ოჯახის ექიმებისთვის „სოფთ-სქილების“ (მომსახურების სტანდარტების) ტრენინგების ჩატარება და სხვა სასწავლო შეხვედრების დაგეგმვა
  • ახალ კლინიკაში გადასვლისას თანამშრომლებისთვის ადგილზე მხარდაჭერის აღმოჩენა, სამუშაო პროცესზე დაკვირვება და შეფასება
  • კომპანიის სხვადასხვა განყოფილებასთან თემატური კომუნიკაცია, შემოსული ელექტრონული წერილების დამუშავება და კლინიკების ადმინისტრაციის მხრიდან გატარებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება-გადაცემა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამედიცინო განათლება (ჯანდაცვის ან ფარმაციის მიმართულებით)
  • აუცილებელია უცხო ენების ცოდნა საშუალო დონეზე
  • სასურველია მინ. 1 წლიანი გამოცდილება ადმინისტრირების, ან სამედიცინო ქსელის ოპერაციულ მართვა/კოორდინაციაში

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
  • მოლაპარაკების უნარები;
  • კომუნიკაციის ციფრული ფორმების ცოდნა;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წარმატებებს გისურვებთ!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები