12 ნოე - 11 დეკ

სარემონტო-სარევიზიო უბნის უფროსი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:t.logua@btki.ge

განცხადების სრული ტექსტი

შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სარემონტო-სარევიზიო უბნის უფროსი.

კომპანიის აღწერა:
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

ვაკანსიის დასახელება: სარემონტო-სარევიზიო უბნის უფროსი
ადგილმდებარეობა: თეთრიწყარო-ახალქალაქი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11 დეკემბერი 2026 წ.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ელექტრომომარაგების ობიექტების - წევის ქვესადგურების, სასექციო პოსტების, გამანაწილებელი პუნქტების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების, 10/0,4 კვ ელექტროქსელების, განათების ქსელებისა და მათთან დაკავშირებული ელექტროდანადგარების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის, გეგმური და არაგეგმური სარემონტო-სარევიზიო სამუშაოების ორგანიზებისა და შესრულების უზრუნველყოფა
  • ელექტრომომარაგების ობიექტების ელექტროდანადგარების საიმედო, უსაფრთხო და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა
  • სარემონტო-სარევიზიო უბნის პერსონალის სამუშაოების ორგანიზება, განაწილება და შესრულების კონტროლი, ტექნიკური დავალებებისა და სამუშაო გეგმის შესაბამისად
  • ელექტრომომარაგების ობიექტებზე გამოვლენილი ტექნიკური გაუმართაობებისა და დაზიანებების დროული გამოვლენის, აღრიცხვისა და აღმოფხვრის ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • განათლება: უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წლის სამუშაო გამოცდილება

პროფესიული ცოდნა და უნარები:
  • ელექტროდანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • რკინიგზის ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების ცოდნა
  • მატარებელთა მოძრაობისა და სამანევრო მუშაობის ინსტრუქციის ცოდნა
  • წევის ქვესადგურებისა და სასექციო პოსტების ელექტროდანადგარების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციების ცოდნა
  • შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა
  • ელექტროდანადგარების სქემების, ტექნიკური მახასიათებლების და ექსპლუატაციის პირობების ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი

საბუთების წარმოდგენის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge
NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
საველე
ანაზღაურება:
ფიქსირებული 3800

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 5 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ენერგეტიკა ქვესადგურის ოპერირება
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, ბაკალავრი
საგანმანათლებლო პროგრამები:
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
ენები:
ქართული,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები