განცხადების სრული ტექსტი

"სასტუმრო Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • ელექტრო სისტემებისა და მოწყობილობების რეგულარული შემოწმება და ტექნიკური მომსახურება;
  • ელექტრო გაუმართაობების დიაგნოსტიკა და პრობლემების დროული აღმოფხვრა;
  • ელექტრო მოწყობილობების, კაბელების, სადენებისა და კომპონენტების შეკეთება ან შეცვლა;
  • ახალი ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟსა და გამართვაში მონაწილეობა;
  • ელექტრო სისტემების მუშაობის კონტროლი და ტექნიკური მდგომარეობის შეფასება;
  • შესრულებული სამუშაოებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ ჩანაწერების წარმოება;
  • ტექნიკური პრობლემების შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • ელექტრო უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა პროცედურების მკაცრად დაცვა;
  • შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების დაცვა.

პროფესიული მოთხოვნები:
  • ელექტრიკოსად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ელექტრო სისტემებისა და მოწყობილობების კარგი ცოდნა;
  • ელექტრო გაუმართაობების დიაგნოსტიკისა და შეკეთების უნარი;
  • ელექტრო სქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • უსაფრთხოების წესების ცოდნა და მათი მკაცრად დაცვის პასუხისმგებლობა;
  • პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, დისციპლინირებული და საიმედო დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.

პერსონალური მოთხოვნები:
  • მოწესრიგებული და ყურადღებიანი;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული.

სამუშაო პირობები:
  • სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • 9-საათიანი სამუშაო ცვლა, 1-საათიანი შესვენებით;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/lRJ4E

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
შეკეთება / მონტაჟი ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
შეკეთება / მონტაჟი ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები