სტანდარტი 12 ნოე - 11 დეკ

პირადი მძღოლი

თბილისი
კომპანია
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@kopos.ge

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ და მოწესრიგებულ პირად მძღოლს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება დამსაქმებლის უსაფრთხო, კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებაზე, ასევე ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 11:00-20:00

ძირითადი მოვალეობები:
  • დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის (ზეთი, საბურავები, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ.) მუდმივი მონიტორინგი;
  • ავტომობილის სისუფთავის (როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის) ყოველდღიური კონტროლი;
  • გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) ორგანიზება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტაციის მიტანა, ამანათების ტრანსპორტირება, სურსათით მომარაგება);
  • გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • მინიმუმ 6-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე (პირად მძღოლად) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა;
  • პუნქტუალურობა: დროის მენეჯმენტის მაღალი დონე;
  • ეთიკა: ზრდილობიანი და თავშეკავებული კომუნიკაციის უნარი;
  • სიმშვიდის შენარჩუნება რთული მოძრაობის პირობებში;
  • მოწესრიგებული და რეპრეზენტაბელური.
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

ანაზღაურება: გამომუშავებით, გასაუბრების შემდეგ. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV მეილზე: info@kopos.ge

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 6 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები