განცხადების სრული ტექსტი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო პროგრამებისა და პარტნიორობების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის Summer School პროგრამების, კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • საქართველოში საზაფხულო სკოლებისა და სხვა მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება და მართვა;
  • საზღვარგარეთ არსებული Summer School, Winter School და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
  • საერთაშორისო აკადემიური ოლიმპიადების, სამეცნიერო კონკურსების, STEM პროგრამებისა და სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • სკოლის მოსწავლეებისთვის მათი ასაკის, ინტერესებისა და აკადემიური საჭიროებების შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების შერჩევა და შეთავაზება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის, სტრუქტურის, ხანგრძლივობისა და განხორციელების პირობების განსაზღვრა;
  • ახალი პროგრამების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების შეფასება და ფინანსური ეფექტიანობის მონიტორინგი;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის კვლევა, ახალი ტენდენციებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • მოსწავლეებისა და მშობლების საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროდუქტების განვითარება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების პორტფელის შექმნა, განვითარება და რეგულარული განახლება;
  • საერთაშორისო პროგრამებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობის ორგანიზაციული პროცესის კოორდინაცია;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციისა და მონაწილეთა მოზიდვის მიზნით;
  • პროგრამების განხორციელების პროცესის მონიტორინგი, ხარისხის კონტროლი და მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი;
  • განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასება და მათი გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
  • მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
  • საერთაშორისო უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოძიება და მათთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
  • უცხოური უნივერსიტეტების, პროფესორებისა და ლექტორების მოზიდვა საქართველოში განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების ინიციირება და განვითარება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების მენეჯმენტის / ბიზნეს ადმინისტრირების / საერთაშორისო ურთიერთობების განხრით).
  • მინ. 2-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროგრამების / პარტნიორობების / ურთიერთობების მენეჯერის, პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ დაწესებულებებში: კერძო ან საერთაშორისო სკოლა / საგანმანათლებლო ორგანიზაცია / უნივერსიტეტი
  • აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის იდეიდან განხორციელებამდე პროცესის გამოცდილება (შესაბამისი ბიუჯეტირება, ვადებისა და მონაწილეთა პროფილის განსაზღვრა).
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა მინ. B2 დონეზე.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ CV/რეზიუმე აქ: recruitment13@hh.ge

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
არასამთავრობო (NGO) განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების კოორდინირება,პროექტების მართვა,პროექტების მენეჯმენტიტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
ინდუსტრია / სფერო:
განათლება განათლების მენეჯმენტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
არასამთავრობო (NGO) განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების კოორდინირება,პროექტების მართვა,პროექტების მენეჯმენტიტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
განათლება განათლების მენეჯმენტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები