განცხადების სრული ტექსტი

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.

ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის შესყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი პროდუქტის მისაღები
  • ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
  • არსებულ მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასებისა და მოწოდების პირობების გაუმჯობესებების მიზნით;
  • მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის, ასევე, თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;
  • საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და მინიმალური, ასევე, მაქსიმალური ნაშთების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების ჭრილში სხვადასხვა პროექტში ჩართვა;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • პერიოდული ტენდერების ჩატარება და ბაზრის კვლევის წარმოება;
  • ERP (1 C) პროგრამაში მიღებული შეკვეთების ასახვა და მომწოდებლებთან
  • ანგარიშსწორების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვები სფეროში;
  • სასურველია საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • დროის სწორი მართვის უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/fEk3Y

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები