ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:kh.tkemaladze@gmail.com

განცხადების სრული ტექსტი

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი — ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40
სამუშაო გრაფიკი — 24-საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები
  • პაციენტებისთვის საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი წესების შესაბამისად
  • ექიმის დანიშნულების შესრულება და საექთნო პროცედურების ჩატარება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
  • ჩატარებული პროცედურებისა და დაკვირვების შედეგების ასახვა საექთნო დოკუმენტაციაში
  • მორიგეობის დასრულებისას პაციენტების მდგომარეობისა და მიმდინარე დანიშნულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემა მომდევნო ცვლისთვის
  • ინფექციის პრევენციის, პაციენტის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • შესაბამისი საექთნო განათლება
  • პასუხისმგებლობა და სიზუსტე დანიშნულებების შესრულებისა და დოკუმენტაციის წარმოებისას
  • პაციენტებთან თავაზიანი კომუნიკაციისა და სამედიცინო გუნდთან კოორდინაციის უნარი

სტაციონარში ექთნად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე kh.tkemaladze@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითოთ „მორიგე ექთანი — ქუთაისი“

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო საექთნო საქმე
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა სამედიცინო პრაქტიკა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები