ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:kh.tkemaladze@gmail.com

განცხადების სრული ტექსტი

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ექთნის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი — ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40

სამუშაო გრაფიკი — 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

ძირითადი მოვალეობები
  • მორიგე ექთნის დახმარება პაციენტების ყოველდღიურ მოვლაში, ექთნის მითითებითა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
  • პაციენტის დახმარება პირადი ჰიგიენის დაცვასა და საჭიროების შემთხვევაში გადაადგილებაში
  • პაციენტის მოვლისთვის საჭირო ინვენტარისა და მასალების მომზადება
  • ჰიგიენის, ინფექციის პრევენციისა და პაციენტის უსაფრთხოების წესების დაცვა.

მოთხოვნები
  • საექთნო ან შესაბამისი სამედიცინო განათლება
  • პასუხისმგებლობა და სამუშაო მითითებების ზუსტად შესრულების უნარი
  • პაციენტებთან ყურადღებიანი და თავაზიანი ურთიერთობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე kh.tkemaladze@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითოთ „ექთნის დამხმარე — ქუთაისი“.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო საექთნო საქმე
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა სამედიცინო პრაქტიკა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები