09 ნოე - დღეს

მძღოლ-დისტრიბუტორი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@merco.ge

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია „მერკო გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში შეკვეთების მომზადება, დაკომპლექტება და პროდუქციის მიტანა-დარიგება სამარშრუტო-სატვირთო ავტომობილით.
  • საწყობებს შორის პროდუქციის გადაადგილება და ლოგისტიკური პროცესების მართვა.
  • მარაგების აღრიცხვა, სისტემატური ინვენტარიზაციისა და ნაშთების კონტროლის წარმოება.
  • საწყობის მოწესრიგება, სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა.
  • გადაადგილებისა და მიწოდებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) გაფორმება და მოწესრიგება.
  • კომპანიის სარგებლობაში არსებული ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასა და სისუფთავეზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სავალდებულოა: მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის რეალური, მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
  • მსგავს პოზიციაზე (საწყობი / ლოგისტიკა / დისტრიბუცია) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
  • თბილისის ქუჩებისა და უბნების ნორმალური ცოდნა.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება.
  • ფიზიკური დატვირთვისა და დინამიკურ რეჟიმში მუშაობის მზაობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
  • სტაბილურ ანაზღაურებას: 1,500 ლარი (Net / ხელზე ასაღები).
  • კომფორტულ სამუშაო განრიგს: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ., 1-საათიანი შესვენებით).

განაცხადის შემოტანის წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@merco.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მძღოლ-დისტრიბუტორი“.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი დისტრიბუცია,მსუბუქი ავტომობილის მართვა
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
საველე
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი დისტრიბუცია,მსუბუქი ავტომობილის მართვა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია ,B1 კატეგორია
ნახვები
უნიკალური ნახვები