განცხადების სრული ტექსტი

ოპტიკური კომპანია „რონიკო“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში

„რონიკო“ არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 31-წლიანი ისტორიით.
იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი. პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას!

გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას;
  • ახალი პროფესიის – ოპტიკოსი – შესწავლას;
  • პროფესიულ ტრეინინგს;
  • კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
  • ანაზღაურებადი სწავლების და სტაჟირების პერიოდი;
  • კონსულტანტის პოზიცია – დარიცხული 1400 ₾ + ბონუსი; (მინიმალური ანაზღაურება 1500₾)
  • სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განაკვეთი კვირაში 6 დღე (40 სთ.).

რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების სურვილი;
  • მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გაწონასწორებულობა,რთული სიტუაციების ეფექტურად მართვა;
  • უცხო ენების ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე , გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@roniko.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „კონსულტანტ-ოპტიკოსი თბილისი“

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1400 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, არასრული საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები