განცხადების სრული ტექსტი

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი - ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტების დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებულ გადაცდომებზე დროული რეაგირება;
  • ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამის პროგრამაში სწორად და ზუსტად დაფიქსირება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ან საცალო ვაჭრობის სფეროში;
  • Microsoft Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე;
  • სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: 1C, SAP, Oracle ან სხვა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მონაცემებთან ზუსტად და სწორად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://dailygroup.selfrecruit.ge/s/ioKFt

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი მარაგების მართვა/Inventory
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი მარაგების მართვა/Inventory
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები