სტარტი 

ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@lumiers.com.ge
ტელეფონი:+995599075258
განცხადების სრული ტექსტი
ლუმიერსი (Lumier’s Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას მომსახურე პერსონალის / კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია უკვე 9 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი ინგრედიენტებით დამზადებულ ჩეხურ / უნგრულ ტკბილეულს - ტრდელნიკს.
პერსონალის მოვალეობები:
- ფილიალში მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეკვეთის მიღება;
- ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა, რომელსაც დიდი სიხარულით გასწავლით;
- მომხმარებლის სურვილისამებრ ტრდელნიკის სხვადასხვა ინგრედიენტებით აწყობა;
- გამოძახების სერვისების მომსახურება ფილიალში ან დახურულ სამზარეულოში;
- სასმელების სერვირება (ყავა, ცივი ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი, გლინტვეინი).
- პოზიციები ძირითად შემთხვევაში განაწილებულია თანამშრომლებს შორის, თუმცა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პოზიტიურობა;
- თავაზიანობა;
- ხალხთან ურთიერთობის სიყვარული;
- დარიჩინის სურნელის სიყვარული;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და თვითდისციპლინა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:info@lumiers.com.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995599075258
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995599075258
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- სასტუმრო / რესტორანი / კვება
საკონდიტრო ნაწარმი და საცხობი - ინდუსტრია / სფერო:
- სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა:
- ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება:
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები):
- საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის:
- კი
- ენები:
- ინგლისური,ქართული,რუსული
- პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლიანობა; გუნდური მუშაობა; შრომის ეთიკა; თვითდისციპლინა; თვითორგანიზება; ვერბალური კომუნიკაცია; კომუნიკაცია