განცხადების სრული ტექსტი

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (განისაზღვრება გასაუბრებაზე)

ძირითადი მოვალეობები
  • პირველადი დოკუმენტების მიღება, გადამოწმება და სისტემაში ასახვა
  • ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება და სისწორის კონტროლი
  • კონტრაგენტებთან ანგარიშსწორების კონტროლი და აღრიცხვა (მომწოდებლები, ქვეკონტრაქტორები, კლიენტები)
  • პერიოდული შესაბამისი ფინანსური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის
  • ბუღალტრული სისტემის (1C ERP) მონაცემების სიზუსტის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • განათლება და გამოცდილება
  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მსგავს სფეროში
  • ბუღალტერიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
  • სამშენებლო ან სამრეწველო კომპანიაში გამოცდილება - უპირატესობა
  • ტექნიკური ცოდნა
  • 1C ERP - საბუღალტრო მოდულის პრაქტიკული ცოდნა (სავალდებულო)
  • MS Excel - ფორმულები, pivot ცხრილები, მონაცემთა ანალიზი (საშუალო/მაღალი დონე)

პიროვნული უნარები
  • სიზუსტე, დეტალებზე ორიენტაცია და ვადების დაცვა
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი
  • კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა

ჩვენ გთავაზობთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას (ტრენინგები, ERP სისტემის სრული ათვისება)
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში
  • ჯანსაღ კორპორატიულ კულტურასა და მხარდამჭერ გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები