05 ნოე - 04 დეკ

სუშის მზარეული

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:elenekobakhidze.01@gmail.com
ტელეფონი:+995 598767701

განცხადების სრული ტექსტი

რესტორანი “სუშიკო" თბილისში უკვე 2017 წლიდან გემსახურებათ. კომპანია ბაზარზე გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებითა და მიდგომებით. ჩვენი გუნდი აცხადებს სუშის მზარეულის ვაკანსიას. ქალაქ თბილისში - ვაკესა და საბურთალოს ტერიტორიაზე.

გთავაზობთ:
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს,
  • დაწინაურების პერსპექტივასა და პროფესიულ ზრდას,
  • დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე,
  • კვებას
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სუშის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
  • ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
  • პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
  • მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
  • სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
  • საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
  • სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით
  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად
  • ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება.

პირობები:
კონკურენტული ანაზღაურება
თვეში საშუალოდ 22 ან 23 სამუშაო დღეა, ხელფასი 1700-დან 1900 ლარამდე (net) გამოდის;

გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო , კვირაში 5 დღე.
დღის ცვლა 11:00-19:00 და საღამოს ცვლა 19:00-03:00 (ღამის საათებში მოგემსახურებათ კორპორაციული ტაქსი)
კორპორაციული 50% იანი ფასდაკლება თანამშრომლებისათვის ჩვენს პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 598767701
ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: elenekobakhidze.01@gmail.com

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სასტუმრო / რესტორანი / კვება აზიური სამზარეულო
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ღია კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სასტუმრო / რესტორანი / კვება აზიური სამზარეულო
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები