განცხადების სრული ტექსტი

სკოლა აიბი მთიები აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის პედაგოგის პოზიციაზე აიბი მთიების საერთაშორისო სკოლაში

ჩვენ შესახებ:
აიბი მთიები არის ინოვაციური და განვითარებისკენ მიმართული კერძო სკოლა, სადაც ინგლისურენოვანი სწავლება მიმდინარეობს Pearson Edexcel-ის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამით, თანამედროვე მიდგომებით და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • მათემატიკის სწავლება ინგლისურ ენაზე Pearson Edexcel პროგრამის მიხედვით
  • გაკვეთილების დაგეგმვა პროგრამული მოთხოვნების შესაბამისად
  • მოსწავლეთა შეფასება და მოსწავლის პროგრესის მუდმივი მონიტორინგი
  • სხვადასხვა რესურსების გამოყენება სწავლების პროცესის გასამრავალფეროვნებლად
  • თანამშრომლობა კათედრასთან და მონაწილეობა პროფესიულ განვითარებაში

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მათემატიკის მიმართულებით
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სასურველია სერტიფიკატი ან საერთაშორისო გამოცდილება)
  • Pearson Edexcel ან სხვა ბრიტანული პროგრამით სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი
  • ინტერესი ინოვაციური სწავლების მეთოდებისადმი

რას გთავაზობთ:
  • დინამიკური და მეგობრული სამუშაო გარემო
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობები
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • განაცხადის წარსადგენად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:

CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancyibmthiebi@gmail.com

subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -" აიბი მთიების საერთაშორისო სკოლის მათემატიკის პედაგოგი "

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
მეცნიერება / განათლება მათემატიკა,სკოლამდელი განათლება
ინდუსტრია / სფერო:
განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
მეცნიერება / განათლება მათემატიკა,სკოლამდელი განათლება
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები