04 ნოე - 30 ნოე

სასტუმროს ადმინისტრატორი

გორის მუნიციპალიტეტი, გორი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:goriapartment@msz.ge
ტელეფონი:+995579081876

განცხადების სრული ტექსტი

გორი აპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - სავალდებულოა;
  • გამართული კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და განთავსება;
  • ჯავშნების მიღება და მართვა;
  • სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული მიმოწერების მართვა;
  • სტუმრების ინფორმირება სასტუმროს სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
goriapartment@msz.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
+995579081876

სასტუმრო „გორი აპარტამენტი“ გთავაზობთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და სტაბილურ სამუშაო პირობებს.
ველით თქვენს რეზიუმეს!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სასტუმრო / რესტორანი / კვება სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი,სტუმართმოყვარეობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
სასტუმრო / რესტორანი / კვება სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი,სტუმართმოყვარეობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება
ენები:
ინგლისური,რუსული
ტექნიკური უნარები:
Microsoft Word; Microsoft Excel
ნახვები
უნიკალური ნახვები