სტანდარტი 04 ნოე - 03 დეკ

მიმტანი

თბილისი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:mariam@la-panetteria.com

განცხადების სრული ტექსტი

ლა პანეტერია აცხადებს ვაკანსიას : მიმტანი

ლა პანეტერია — იტალიური საცხობი და კაფე-რესტორანი ლისის ტბის მიმდებარედ, ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე ადამიანებს ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად!

ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც იტალიური გასტრონომია, ხარისხიანი ინგრედიენტები და სტუმართმოყვარეობა ერთიანდება.
ლა პანეტერია არის Molino Pasini-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში და პირდაპირ იტალიიდან შემოაქვს პრემიუმ ინგრედიენტები — ზეითუნის ზეთი, სან-მარცანოს პომიდორი, და სხვა გამორჩეული იტალიური პროდუქტები.

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურება მენიუსა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • შეკვეთების მიღება და მომსახურების პროცესის ორგანიზება
  • დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
  • პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალებისადმი
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
  • მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • იტალიური გასტრონომიის მიმართ ინტერესი

ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს იტალიური გასტრონომიისა და მომსახურების სტანდარტების შესწავლის შესაძლებლობას პროფესიულ განვითარებას სტაბილურ ანაზღაურებას და გრძელვადიან თანამშრომლობას

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: mariam@la-panetteria.com

გახდი ლა პანეტერიას გუნდის ნაწილი და შექმენი ჩვენთან ერთად ნამდვილი იტალიური სტუმართმოყვარეობის გამოცდილება!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სასტუმრო / რესტორანი / კვება მაგიდის სერვისი
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
სასტუმრო / რესტორანი / კვება მაგიდის სერვისი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები