04 ნოე - 03 დეკ

მოლარე-ადმინისტრატორი

თბილისი

განცხადების სრული ტექსტი

სპარ/ვაკის კონცეფცია ეფუძნება ორი ძლიერი ბრენდის სინერგიას: SPAR-ის საერთაშორისო გამოცდილებას სწრაფი და მოხერხებული ვაჭრობის სფეროში და „ვაკის“ უპირობო რეპუტაციას ხარისხიანი ხორცპროდუქტების წარმოებაში.

Shop in Shop მოდელით მოქმედი ქსელი მომხმარებელს სთავაზობს მეტ კომფორტსა და მრავალფეროვნებას ერთ სივრცეში: „ვაკის“ ხორცპროდუქტების სრულ ასორტიმენტს, „სპარის“ პროდუქციასა და ვაკის ხორცპროდუქტებით ადგილზე დამზადებულ ფრეშ სენდვიჩებსა და ჰოთ-დოგებს.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე:
სპარ ვაკე აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი (200-500 ლარი)
ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • ანაზღაურებად სტაჟირებას
  • ფასდაკლების ბარათს
  • Fitpass-ის და ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებას

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა
  • სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
  • პროდუქციის მარკირება, დალაგება და ვადების შემოწმება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირებაგაყიდვები ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობაწარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 900 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები