04 ნოე - 03 დეკ

1C ოპერატორი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:agobronidze@alumet.ge

განცხადების სრული ტექსტი

სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: 1C ოპერატორი — მასალებისა და საწყობების აღრიცხვა.

შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. ჩვენი მიმართულებებია ალუმინისა და მინის ფასადური სისტემები, კარ-ფანჯრები, ვენტილირებადი ფასადები და მინის მოაჯირები.

ვის ვეძებთ: სპეციალისტს, რომელსაც აქვს 1C-ში მასალებისა და საწყობების ყოველდღიური აღრიცხვის პრაქტიკა სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში. სამუშაო მოიცავს არა მხოლოდ საქონლის მიღება-რეალიზაციას, არამედ ნედლეულის, მასალების, საწარმოო და სამშენებლო ობიექტებზე მოძრაობების, ნაშთებისა და ჩამოწერების კონტროლს.

სამშენებლო და საწარმოო გამოცდილება აუცილებელია - თბილისი - სრული განაკვეთი.

პოზიციის ძირითადი მიზანი:
  • ALUMET-ის საწყობებში, წარმოებასა და სამშენებლო ობიექტებზე მასალების მოძრაობის დროული და ზუსტი ასახვა 1C-ში; შესრულებული სამუშაოებისა და საწარმოო შეკვეთების მონაცემებით მასალების ჩამოწერა, ნაშთებისა და პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი.
  • ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • 1C-ში მასალების მიღების, გაცემის, საწყობებს შორის, წარმოებაში და სამშენებლო ობიექტებზე გადაადგილების, დაბრუნებისა და ჩამოწერის აღრიცხვა;
  • საწყობის პროგრამული ნაშთების ფაქტობრივ მონაცემებთან შეჯერება, ინვენტარიზაციის შედეგებისა და გამოვლენილი სხვაობების დამუშავება;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების / ფორმა №2-ისა და ინჟინრების მონაცემების საფუძველზე პროექტებზე გამოყენებული მასალების ჩამოწერის მომზადება და 1C-ში გატარება;
  • საწარმოო შეკვეთების მიხედვით ნედლეულისა და კომპონენტების გაცემის, ფაქტობრივი ხარჯვისა და ნარჩენების/დაბრუნებების აღრიცხვა;
  • მასალების დასახელებების, ერთეულების, რაოდენობების, საწყობების, ობიექტებისა და პროექტის კოდების სისწორის კონტროლი;
  • შესყიდვის, მიღება-ჩაბარების, სასაქონლო ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა პირველადი დოკუმენტების შემოწმება და სისტემაში ასახვა;
  • Excel-ში პროექტებისა და საწყობების მიხედვით მასალების მოძრაობის, ნაშთების, ჩამოწერებისა და შეუსაბამობების შედარებითი ცხრილების მომზადება;
  • საწყობის, წარმოების, პროექტების მენეჯერების, ინჟინრებისა და ბუღალტერიის გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში დისტანციური განბაჟებისა და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში დოკუმენტების დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები — აუცილებელია:
  • 1C პროგრამაში მასალებისა და სასაწყობო ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვის დადასტურებული პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში მასალების, ნედლეულის ან მარაგების მოძრაობის აღრიცხვაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საწყობის მიღება-გაცემის, შიდა გადაადგილებების, ობიექტებზე/წარმოებაში გაცემის, ნაშთების კონტროლისა და მონაცემების შეჯერების გამოცდილება;
  • ზედნადებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის კარგი სამუშაო ცოდნა — ფორმულები, ფილტრები, მონაცემების შედარება და მოცულობითი ცხრილების დამუშავება;
  • საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება.

დამატებითი უპირატესობები
  • სამშენებლო პროექტების მიხედვით მასალების ჩამოწერა, შესრულებული სამუშაოების აქტებთან / ფორმა №2-ებთან მუშაობა;
  • წარმოებაში ნედლეულის ხარჯვის, წარმოების შეკვეთების, ნარჩენებისა და დაბრუნებების აღრიცხვა;
  • ინვენტარიზაციის, იმპორტის დოკუმენტებთან ან დისტანციური განბაჟების პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • სიზუსტე და დეტალების მიმართ ყურადღება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა; ორგანიზებულობა;
  • შეუსაბამობების დამოუკიდებლად გამოვლენისა და სხვადასხვა განყოფილებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ოფისი, თბილისი;
  • დღეები: ორშაბათი–პარასკევი;
  • საათები: 10:00–18:00;
  • ანაზღაურება: 2,000 ლარი. ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა — კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ სათაური: „1C ოპერატორი — მასალების აღრიცხვა“.
გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ კონკრეტული სამუშაო მაგალითები: რომელ სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში მუშაობდით; რა ტიპის საწყობებსა და მასალებს აღრიცხავდით 1C-ში; გაქვთ თუ არა პროექტების/წარმოების შეკვეთების მიხედვით მასალების ჩამოწერისა და ფორმა №2-თან მუშაობის გამოცდილება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობიბუღალტერია / ფინანსები 1C
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა,სამოქალაქო საინჟინრო საქმე
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობიბუღალტერია / ფინანსები 1C
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მშენებლობა მშენებლობა,სამოქალაქო საინჟინრო საქმე
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები