02 ნოე - 01 დეკ

პროგრამების მენეჯერი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@balneo.ge

განცხადების სრული ტექსტი

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროგრამების მენეჯერი

მიმწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 18:00 - მდე
ანაზღაურება: 800 ლ

ძირითადი მოვალეობები:
  • დოკუმენტაციის სრული მართვა: პაციენტების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტების (ინვოისები, წერილები) მომზადება, ელექტრონულ პორტალებზე ატვირთვა და შესაბამის სამსახურებში მატერიალური თუ ციფრული სახით გადაგზავნა.
  • საგარანტიოებისა და დეპოზიტების დამუშავება: დამფინანსებლებისგან მიღებული საგარანტიო წერილების დამუშავება, კოდების გააქტიურება და პაციენტების შიდა სარეგისტრაციო პროგრამაში, დეპოზიტზე ასახვა.
  • ვადებისა და ფინანსების კონტროლი: საგარანტიო წერილების ვადების მკაცრი დაცვა, აუთვისებელი დეპოზიტების გაკონტროლება და შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის დროულად წარდგენა დამფინანსებლისთვის.
  • ბუღალტრული შედარება და სააღრიცხვო ცხრილები: ანაზღაურებული თანხების შედარება ბუღალტერიასთან, შიდა სააღრიცხვო ცხრილების წარმოება, პროგრამული გადახურვა და მიღება-ჩაბარების აქტების მოწესრიგება/შენახვა.
  • კომუნიკაცია და კოორდინაცია: პაციენტებისთვის პროცედურული მექანიზმების ზუსტი ახსნა და მიმართულების მიცემა, ასევე საჭიროებისამებრ პირდაპირი კომუნიკაცია დაფინანსების წყაროებთან.

ძირითადი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლიანი პიროვნება;
  • დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
მეცნიერება / განათლება პროგრამის ხელმძღვანელობა
ინდუსტრია / სფერო:
ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 800

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა, ბაკალავრი, საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები