31 ოქტ - 29 ნოე

ინფექციის კონტროლის მედდა

თბილისი

განცხადების სრული ტექსტი

სს „ვიანი“-თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ინფქციის კონტროლის მედდის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 სამუშაო საათი.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკაში ინფექციის კონტროლის წესებისა და გაიდლაინების შესრულებაზე ყოველდღიური მონიტორინგი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური პირობების ზედამხედველობა სტაციონარში;
  • სტერილიზაციის პროცესების და სტერილური მასალების მართვის მხარდაჭერა;
  • ინფექციური შემთხვევების აღრიცხვა და მონაცემების გადაცემა ინფექციის კონტროლის ჯგუფისთვის;
  • პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაზიარება;
  • ინფექციის კონტროლის აუდიტში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება საექთნო მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კლინიკურ/საექთნო პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება ინფექციის კონტროლის მედდის გამოცდილებას);
  • სტერილიზაციისა და ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტაცია და ეფექტური კომუნიკაცია.

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
  • ,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
  • თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
  • ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
  • ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო საექთნო საქმე,ინფექციური დაავადებები
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სამედიცინო საექთნო საქმე,ინფექციური დაავადებები
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები