განცხადების სრული ტექსტი

სასტუმრო შერტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა 1

თუ გამოირჩევით პასუხისმგებლობით, მოწესრიგებულობით და გსურთ იმუშაოთ მაღალი სტანდარტების გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები
  • სპა ცენტრისა და მისი ტერიტორიების სისუფთავის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • სამუშაო სივრცეების, გასახდელების, საშხაპეებისა და საერთო ზონების მოწესრიგება;
  • აღმოჩენილი ხარვეზების ან დაზიანებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ნაპოვნი ნივთების დამუშავება და გადაცემა დადგენილი პროცედურების მიხედვით;
  • სტუმრებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის მზაობა.

სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.sheratonbatumi@marriott.com
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სასტუმრო / რესტორანი / კვება სასტუმროს სპა და ველნესიდასუფთავება დალაგება/დასუფთავება
ინდუსტრია / სფერო:
კორპორატიული სერვისები გარემოსდაცვითი მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები