განცხადების სრული ტექსტი

შპს „ვიტა სანა“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

„ვიტა სანა“ სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას სთავაზობს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • იმპორტის პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • საბაჟო პროცედურების ელექტრონულად წარმოება;
  • იმპორტირებული პროდუქციის საბაჟო ღირებულების გაანგარიშება;
  • იმპორტირებული პროდუქციის შესახებ მონაცემების კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • იმპორტის, ლოგისტიკის ან საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • საბაჟო პროცედურებისა და იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ცოდნა;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზრაურება: 1500 (NET) ლარი + ბონუსი.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
მისამართი: თბილისი, ლევან რჩეულიშვილის N5

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xOFqwpY

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვიჯანდაცვა სამედიცინო მოწყობილობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1500 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
1-დან 2 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვიჯანდაცვა სამედიცინო მოწყობილობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები