29 ოქტ - 27 ნოე

საწყობის მენეჯერი

მცხეთის მუნიციპალიტეტი, ქსანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@jibe.ge
ტელეფონი:+995 557 30 61 69

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია ჯიბე Cash & Carry, ქსნის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: მცხეთის მუნიციპალიტეტი ,სოფ.მუხრანი (ქსანი-მუხრანის გზატკეცილი)
სამუშაო გრაფიკი: 09:30-17:30 , კვირაში 6 დღე.
ანაზღაურება - 1500 ლარი

საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
  • მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი;
  • სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • „წითელი ნაშთები“-ს კონტროლი; („წითელი ნაშთების“ განმარტება მოცემულია დოკუმენტში „მაღაზიის მართვის პროცედურა“)
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.
ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში ( ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00) ტელ: +995 557 30 61 69

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,საბითუმო
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,საბითუმო
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები