განცხადების სრული ტექსტი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და კონტრაქტორებთან კოორდინაცია;
  • ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
  • საგადასახადო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კვარტლური, წლიური და ერთჯერადი სამართლებრივი ანგარიშების მომზადება;
  • კორპორატიული დოკუმენტაციის (ოქმები, რეგისტრაციები, ცვლილებების შეტანა) მომზადება და მართვა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში საჭიროების მიხედვით;
  • არსებული ხელშეკრულებების არქივაცია, აღრიცხვა და მართვა;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, იურიდიული მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამართლის ბაკალავრის ხარისხი (სამაგისტრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • მინიმუმ 1–3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული/სამართლებრივი მიმართულებით;
  • ხელშეკრულებების სამართლის, შრომითი სამართლისა და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ინფორმაციის ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი.
სხვა მოთხოვნები:
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • სისხარტე მუშაობაში;

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ლინკზე https://scapp.selfrecruit.ge/s/HJP57 ან/და ატვირთოთ რეზიუმე (CV)
წარმატებებს გისურვებთ!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
იურიდიული იურისპრუდენცია
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები საბანკო საქმიანობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
1-დან 3 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
იურიდიული იურისპრუდენცია
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ფინანსები საბანკო საქმიანობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები