ვიპ 30 ოქტ - 27 ნოე

დისტრიბუტორი

თბილისი, ვეძისი, ლვოვის ქ.
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@meputkre.com

განცხადების სრული ტექსტი

შპს „მეფუტკრე“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს.

რას გთავაზობთ?
  • წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს;
  • დღიურად საშუალოდ 10–20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას;
  • სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00–14:00 საათისთვის;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა;
  • პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;
  • ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
  • მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.

მოთხოვნები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება;
  • თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • კარგი მათემატიკური უნარები;
  • ენერგიულობა და პუნქტუალურობა;
  • დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:
  • ანაზღაურება: 1 200 ლარი;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „დისტრიბუტორი“

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა,დისტრიბუცია
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვიწარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
საველე
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა,დისტრიბუცია
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვიწარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
ნახვები
უნიკალური ნახვები