სტანდარტი 10 ნოე - 26 ნოე

HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი

თბილისი, ფონიჭალა
სტანდარტი

განცხადების სრული ტექსტი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

საკონდიტრო კომპანია ,,სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონი
ოფისის მსამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული)
ანაზღაურება: 2000-2500 ფიქსირებული + ყოველთვიური გეგმასთან მიბმული ბონუსი

ფუნქცია/მოვალეობები
  • HORECA მიმართულების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • HORECA ბაზრის კვლევა, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ბაზრის შესაძლებლობების შეფასება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
  • გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • ახალი პროდუქტების დანერგვისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა;
  • კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროული უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები
  • აქტიური;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KklJ8QUc

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელებიწარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2000 - 2500 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
3-დან 5 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელებიწარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
საკუთარი ტრანსპორტი:
კი (მსუბუქი ავტომობილი)
ნახვები
უნიკალური ნახვები