სტანდარტი 10 ნოე - 26 ნოე

HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი

თბილისი, ფონიჭალა
სტანდარტი

განცხადების სრული ტექსტი

„სანდომი“ მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ფხვიერ და შოკოლადიან საკონდიტრო ნაწარმს და საქართველოს მასშტაბით 9 000-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი.

კომპანიის პრიორიტეტებია მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტაცია, მუდმივი განვითარება და გუნდური მუშაობა. „სანდომი“ დანერგილი ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლს.

პოზიციის შესახებ
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

სამუშაო პირობები
  • ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები;
  • ოფისი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი N6;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 2 000–2 500 ლარი + ყოველთვიური, გაყიდვების გეგმასთან მიბმული ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები
  • HoReCa მიმართულების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ბაზრის კვლევა, პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირება და ახალი ბიზნესშესაძლებლობების მოძიება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და პარტნიორებთან თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების გეგმების შემუშავება, შესრულების კონტროლი და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროდუქტების დანერგვისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა;
  • კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და ანალიზი;
  • დებიტორული დავალიანებებისა და გადახდების მონიტორინგი;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, HoReCa მიმართულების გუნდის ფორმირებასა და მართვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • HoReCa და FMCG სექტორებში მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

საჭირო კომპეტენციები
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამარწმუნებელი პრეზენტაციის უნარი;
  • კომერციული და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • აქტიურობა და ინიციატივიანობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ ბონუსურ სისტემას;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

ვეძებთ აქტიურ და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს HoReCa მიმართულების განვითარებას, ახალი პარტნიორების მოზიდვას, გაყიდვების ზრდასა და ბაზარზე კომპანიის პოზიციების გაძლიერებას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KklJ8QUc

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ვასაძის პურის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
წარმოება საკვების წარმოებასამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2000 - 2500 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
3-დან 5 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
წარმოება საკვების წარმოებასამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
საკუთარი ტრანსპორტი:
კი (მსუბუქი ავტომობილი)
ნახვები
უნიკალური ნახვები