სტანდარტი 10 ნოე - 26 ნოე

გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით

საქართველოს მასშტაბით
თბილისი
სტანდარტი

განცხადების სრული ტექსტი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.

"სანდომის" , როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება,- მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -სააერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

საკონდიტრო კომპანია ,,სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი TT (ტრადიციული ობიექტების) მიმართულებით.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონი
  • ოფისის მსამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
  • ანაზღაურება: 3000 ლარიდან + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)
  • ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.

ფუნქცია/მოვალეობები
  • გაყიდვების დინამიკური ზრდა;
  • გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
  • გეგმების შესრულების კონტორილი;
  • თანხის ამოღების კონტროლო;
  • დაბრუნებების კონტროლი;
  • პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
  • პარტნიორებთან შეთანხმების შესრულების მონიტორინგი;
  • პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება;
  • ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება, ვისაც Food and Beverage მიმართულებით ექნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება);
  • გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები
  • აქტიური;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/CtFIUWq

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 3000 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
საწვავის ხარჯების ანაზღაურება,კომპანიის ავტომობილი,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
3-დან 5 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები