განცხადების სრული ტექსტი

სამშენებლო დეველოპერული კომპანია Seastone Development-აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული მომხმარებლების კონსულტაციაზე, გაყიდვების პროცესის სრულ მართვასა და გარიგებების დახურვაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • შემოსული ლიდების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია
  • პროექტისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა
  • კლიენტების კონსულტაცია და ობიექტის პრეზენტაცია
  • მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის დახურვა
  • კლიენტთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა
  • CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების მართვა
  • ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება
  • არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზასთან მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება
  • უძრავი ქონების/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია

რას გთავაზობთ
  • კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსი
  • გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული საბონუსე სისტემა
  • ხარისხიანი შემომავალი ლიდები
  • თანამედროვე CRM სისტემა
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • დინამიკური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე: contact@blackseainvest.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ სამუშაო ლოკაცია - ბათუმი.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,კლიენტთა მომსახურება
ინდუსტრია / სფერო:
უძრავი ქონება საცხოვრებელი უძრავი ქონება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
2-დან 4 წლამდე
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები