გაყიდვების ასისტენტ-მენეჯერი ბათუმში

თარიღები: 23 იან - 21 თებ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@grandgloria.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი

შპს „გლორია“, რომელიც მართავს სასტუმრო „ტიფლის პალასს“ და 5 ვარსკვლავიან საერთაშორისო სასტუმროს “Grand Gloria” რომელიც 2018 წლის ზაფხულში გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს ქალაქ ბათუმში, აცხადებს ვაკანსიას კომპანიის გაყიდვების ასისტენტ მენეჯერის თანამდებობაზე ბათუმში.

 

მოვალეობები:

  • იმოქმედოს შიდა რეგულაციების, კომპანიის შინაგანაწესის და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
  • დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის;
  • უარი თქვას ისეთი დავალებების შესრულებაზე, რაც არღვევს კომპანიის შიდა რეგულაციებს და ქვეყნის კანონმდებლობას;
  • ყოველთვის იყოს მომღიმარი, თავაზიანი, პოზიტიური. განსაკუთრებით, კომპანიის სტუმრებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს;
  • ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებელებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის პირთან ერთად სტუმროს მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • დაამყაროს კარგი ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან, ოპტიმალურად გამოავლინოს მათი შესაძლებლობები სხვადასხვა ბიზნეს ღონისძიებების ჩატარების მიზნით;
  • კლიენტებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარება ნომრების ან სპეციალური ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვასთან დაკავშირებით გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში;
  • იმუშაოს გენერალური მენეჯერის თანაშემწესთან ერთად კლიენტებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
  • გენერალური მენეჯერის თანაშემწესთან კოორდინირებულად რეგულარულად განახორციელოს ისეთი ადმინისტრაციული მოვალეობები, როგორიცაა გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, ღონისძიებების გამართვის მოთხოვნის ფორმების მომზადება და დისტრიბუცია, ინვოისების გაგზავნა და შენახვა, კვარტალური და ყოველთვიური გაყიდვების რეპორტების მომზადება და სხვა ზოგადი მოვალეობები;
  • იმუშავოს გაყიდვების ღონისძიებათა განრიგის და კალენდრის შედგენისა და ორგანიზების წნეხის ქვეშ;
  • მოიფიქროს და წამოიწყოს ყველა საჭირო და სათანადო ქმედება გაყიდვების დაგეგმილი მიზნის და ზოგადად, სასტუმროს დაგეგმილი მოგების მიღწევისათვის;
  • საქმიანობასა და გარეგნობაში მუდამ შეინარჩუნოს პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტები;
  • ეფექტურად დაგეგმოს პირადი სამუშაო განრიგი, მოახდინოს ამოცანების და მოვალეობების პრიორიტეტულობის განსაზღვრა;
  • საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში ისევე, როგორც იდეების შემუშავებასა და გაზიარებასთან დაკავშირებულ სხდომებში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
  • მუდმივად განაახლოს და მოაწესრიგოს ბიზნესთან დაკავშირებული საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
  • სხვადასხვა განყოფილებას მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სასტუმროში დაგეგმილი ღონისძიებების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
  • გენერალური მენეჯერის თანაშემწესთან ერთად მოამზადოს სასტუმროს სპეციფიკური მარკეტინგული პროექტები, როგორიცაა პირდაპირი მარკეტინგი და სარეკლამო კამპანია;
  • დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და პარტნიორებთან;
  • პერიოდულად ესტუმროს ტურისტულ სააგენტოებს, არსებულ და პოტენციურ კლიენტებს;
  • თვალყური ადევნოს კონკურენტებს, საბაზრო ფასებს, მომსახურებებსა და ბაზრის ტენდენციებს;
  • დაგეგმოს, ორგანიზება გაუკეთოს და დანერგოს სხვადასხვა ღონისძიებები გაყიდვების გაზრდის მიზნით;
  • ორგანიზება გაუკეთოს წამახალისებელ ღონისძებებს, ბლიც გაყიდვებს;
  • იმუშავოს სასტუმროს ვებ-გვერდზე, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმებსა და სტრატეგიებზე;
  • შეისწავლოს კონკურენტები და გაითვალისწინოს ბაზარზე არსებული მდგომარეობა მარკეტინგული და სტრატეგიული გეგმების შედგენის დროს;
  • დაამყაროს კონტაქტი GDS (Global Distribution System) და დაჯავშნის კომპანიებთან და კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ტურისტულ ბაზრობებში;
  • უზრუნველყოს სასტუმროს მარკეტინგულ პროგრამებთან სრული შესაბამისობა;
  • ითანამშრომლოს მარკეტინგულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოებთან, რათა უზრუნველყოს მარკეტინგულ სტრატეგიასთან შესაბამისი ეფექტური კომუნიკაციის არსებობა;
  • შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის თანაშემწის დავალებით;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით ან მსგავს სფეროში
  • გამორჩეული მოქნილობა - სტრესის ქვეშ მუშაობის უნარი და ნებისმიერ დროს, თუნდაც რთულ პირობებში, დადებითი შემართების და კომპანიის საუკეთესო იერსახის შენარჩუნების უნარი
  •  ძლიერი ლიდერი გამორჩეული დარწმუნების, პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარებით
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის სათანადოდ გადაცემის უნარი
  • მივლინებებში წასვლის სურვილი და შესაძლებლობა

 

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ ხელფასს, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.

 

თუ თქვენ ხართ ენთუზიაზმით სავსე გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც სურს პროფესიონალების გუნდთან ერთად შეიტანოს წვლილი კომპანიის ზრდასა და განვითარებაში, დააგროვოს გამოცდილება და განიცადოს კარიერული ზრდა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@grandgloria.ge და წერილის თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვისი რეზიუმეც შეირჩევა აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე.

მსგავსი განცხადებები
Account Manager in Batumi

Glovo


31 იან - 01 მარ

Account Manager in Kutaisi

Glovo


31 იან - 01 მარ

German / English Speaking Customer Service Representative

Arvato BERTELSMANN


04 თებ - 18 თებ

German / English Speaking Team Manager

Arvato BERTELSMANN


14 თებ - 28 თებ

German Speaking Customer Service Representative

Arvato BERTELSMANN


04 თებ - 18 თებ

German Speaking Customer Service Representative (m/w) in Kutaisi

Arvato BERTELSMANN


31 იან - 01 მარ

Italian / English Speaking Customer Service Representative

Arvato BERTELSMANN


04 თებ - 04 მარ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV