თარიღები: 14 იან - 25 იან
მდებარეობა: თელავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: youthvisionkakheti@gmail.com
მეცნიერება/განათლება:  ტრენერი

განცხადება

ტრენერის სამუშაო აღწერილობა

 

თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და ახალგაზრდული ხედვა კახეთი აცხადებს კონკურსს ტრენერის შერჩევაზე პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განვითარება სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით“

  1. ორგანიზაციის დახასიათება:

თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი 2007 წლის 25 დეკემბერს დაფუძნდა, რომლის მიზანია გააუმჯობესოს ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური პირობები არაფორმალური განათლების, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების გზით. ცენტრი პროექტებს ახორციელებს კახეთის რეგიონში. მისი მუშაობა ორიენტირებულია სათემო განვითარებაზე. გასული 9 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე მსხვილი პროგრამა, რომელთა საშუალებით უამრავ მოქალაქეს შეუმსუბუქდა სოციალური მდგომარეობა.

 

2017 წლის 4 მაისს დაფუძნდა ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ხედვა კახეთი“, რომელიც რეგიონში უზრუნველყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას, რათა ისინი ზრუნავდნენ თემისა და ქალაქის გაძლიერებისთვის.

ორგანიზაციის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ფორმალური განათლების სისტემაში,  კოორდინირებული მუშაობა ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, ახალგაზრდების გაძლიერება ახალგაზრდული კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო დონეზეა შემუშავებული და აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

  1. პროექტის შინაარსი:

 მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმინობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით- თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა და ორგანიზაციამ „ ახალგაზრდული ხედვა კახეთი“ ერთობლივად  მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა), World Vision საქართველოსთან პარტნიორობით პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებულ ქვე-გრანტების კონკურსში. ქვე- გრანტების კონკურსი მიზნად ისახავს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკის შემდგომ განვითარებასა და ხელშეწყობას.

თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და ორგანიზაციის „ახალგაზრდული ხედვა კახეთი“ მიერ წარდგენილი პროექტი „მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოს განვითარება სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით“  მიზნად ისახავს :

1.მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოს შექმნითა და აქტიური ფუნქციონირებით გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 2.CVA ადვოკატირებით (სამოქალაქო ჩართულობა და პასუხიმგებლობა)  სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი (14-18 წლის ასაკის) და ზრუნვიდან გამოსული (18 +) ახალგაზრდების საჭიროებები მიიტანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე.

 

პოზიციის მიზანი:

პროექტი „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განვითარება სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით“ ფოკუსირებულია სამი მუნიციპალიტეტის სამოქალქო მრჩველთა საბჭოსწევრების კომპეტენციების განვითარებაზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

  • მიზნით თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და ახალგაზრდული ხედვა კახეთი ეძებს  ადვოკატირებისა და სამოქალაქო ჩართულობის ტრენერს “შემდგომში გურჯაანის, თელავისა და ყვარლის სამოქალაქო მრჩეველა საბჭოს წევრებისთვის 3-3 დღიანი ტრენინგის ჩატარებისა და კონსულტაციის მიზნით შემდეგ თემატიკაზე:

სათემო ადვოკატირება სამოქალაქო ჩართულობა:

  • სამოქალაქო ჩართულობის აქტივობები და მათი პარამეტრები
  • მონაწილეობის ფორმები
  • რა არის ადვოკატირება
  • ადვოკატირების ელემენტები და ინსტრუმენტები

 

ტრეინინგი ჩამოთვლილ საკითხებში ჩატარდება 15 კაციან ჯგუფებში. ტრეინინგი უნდა მოიცავდეს როგორც მოდელირებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ვიზუალიზაციას დისკუსიასა და რეკომენდაციის გაწევას ადვოკატირების პროცესში.

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

  • სასურველია ჰქონდეს ადვოკატირებისა და სამოქალაქო  ჩართულობის ტრენერის/მწვრთნელის/მრჩეველის შესაბამისი კვალიფიკაცია/სერთიფიკატები
  • ტრენინგის ჩატარების უნარები
  • ადვოკატირებისა და სამოქალაქო ჩართულობის  ტრეინინგის ჩატარების გამოცდილება;
  • ინტერპერსონალური და კომუნიკაციის, როგორც ვერბალური ასევე წერითი უნარი;
  • გააჩნდეს რეგიონში მუშაობის და თემთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • იყოს კომუნიკაბელური და კონსტრუქციული ტრეინინგზე დამსწრეებთან ურთოერთობაში.
  • იყოს მზად გასცეს პასუხი ყველა პროფესიულ კითხვას
  • შეეძლოს დამსწრეთათვის გასაგები მანერით აუხსნას მათ თემა და მიაწოდოს ცოდნა
  • არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

საოფისე პროგრამების ცოდნა MS Excel, Ms Word, MS Power Point​ტრენერის როლი და პასუხისმგებლობები:

  • სამ დღიანი ტრენინგის ჩატარება თემაზე „ ადვოკატირება და სამოქალაქო ჩართულობა“ სამი ჯგუფისთვის, 2019 წლის თებერვალი- აპრილის პერიოდში.
  • კონსულტაციის გაწევა ადვოკატირების კამპანიის მომზადებისთვის,
  • ტრენინგის მონაწილეთათვის საკითხავი მასალის მომზადება,
  • ტრენინგის ანგარიშის მომზადება

 

წარსადგენი დოკუმენტები:

  • ტრენინგის განაცხადი
  • ტრენერის CV
  • ტრენინგის  ბიუჯეტი

 

 

VII. ანაზღაურება: დამოკიდებულია ტრენერის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

VIII.

  • სამუშაო შეხვედრის საჭირო მასალების, შესაბამის გარემოს უზრუნველყოფა და ორგანიზაციული საკითხები მოგვარებული იქნება დამკვეთის მიერ.
  • ორგანიზაცია არ უზრუნველყოფს ტრენერის განთავსების, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს.

IX .განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25 იანვარი, 2019

X. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:

დიანა რინკიაშვილი, ლანა გაუარაშვილი

ელ- ფოსტა: youthvisionkakheti@gmail.com

კახეთი, თელავი,

განაცხადები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : youthvisionkakheti@gmail.com

გთხოვთ წერილის Subject-ში დააწეროთ  დასახელება: „კონკურსი ტრენერის პოზიციისთვის -ადვოკატირება და სამოქალაქო ჩართულობა “

 

მსგავსი განცხადებები
აერობიკისა და ზუმბას ტრენერი

Smartchoice


16 იან - 14 თებ

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების IFRS-ის ტრენერი

ეფ ენდ თი გრუპ


15 იან - 10 თებ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV