ვაკანსია ფსიქოლოგებისთვის - სმენა-მეტყველების თერაპევტი

თარიღები: 14 იან - 12 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: auresfoundation@gmail.com
სამედიცინო:  თერაპია/რეაბილიტაცია მეცნიერება/განათლება:  სპეც. განათლება

ა(ა)იპ „ფონდი აურეს“ დაინტერესებულია ფსიქოლოგიის მიმართულებით უნივერ­სიტეტების კურსდამთავრებულების (ბაკალავრებს და მაგის­ტრებს) მოძიებით. შესაძლებელია სპეციალური პედაგოგისა და სოციალური მუშაკის მიმართულების განხილვაც. ფონდი ეძებს ინტერესიან, ენერგიულ, მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლებათ მცირეწლოვან ბავშვებთან და მოზრდილებთან მუშაობა. 

ფონდის მიზანია მოამზადოს კადრი სმენა-მეტყველების, მეტყველების, მუსიკის თერაპიის, სპეციალური პედაგოგიის მიმართულებით შემდგომი დასაქმებით.

ა(ა)იპ „ფონდი აურეს“ დაფუძნებულია სმენის შეზღუდვის მქონე პირებისა და მათი მშობლების მიერ და მიზნად ისახავს სმენის შეზღუდვის მქონე ბავშვების/ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების დახმარებას საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებით და ასეთი ბავშვებისა და  ახალგაზრდების სრულ ჩართულობას საზოგადოებაში. ფონდს აქვს სამი შიდა სტრუქტურული ერთეული: მშობელთა კლუბი „მშობელი მშობელს,“ ახალგაზრდული ფრთა „ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია“ და კოხლეარული იმპლანტების მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფი. ფონდი არის ევროპის კოხლეარული იმპლანტების მომხმარებელთა ასოციაციის წევრი (EURO-CIU). მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) სმენის დაცვის საკითხებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, ადგილობრივ პროფესიულ საზოგადოებასთან და კლინიკებთან.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
  • ინგლისური/რუსული ენების ფლობა საშუალო დონეზე მაინც
  • პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.​

 

სხვა მოთხოვნები:

  • მოტივაცია;
  • გუნდურად მუშაობა;
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თვითგანვითარების სურვილი;
  • მიმღებლობა

 

თანამშრომლობის ეტაპები:

საწყისი ეტაპი:

ინტენსიური მომზადება სმენა-მეტყველებით და სხვა დამხმარე თერაპიებში, მათ შორის, პრაქტიკა. ყველა მომავალი სპეციალისტი უნდა ფლობდეს როგორც საერთო ცოდნას ამ მიმართულებით, ისე უნდა ჰქონდეს ცოდნა/ინფორმაცია ყველა ზემოთჩამოთვლილ მიმართულებაზე.

შემდგომი ეტაპი:

შერჩევა და დასაქმება გამოსაცდელი ვადით, მუდმივი დასაქმება. ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი, პროფესიულ გადამზადებით საერთაშორისო აღიარების მქონე პროფესიონალებთან. 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბავშვთან მუშაობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მათ შორის, შინმომსახურება ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში;
  • ოჯახზე ცენტირებული ადრეული ჩარევის პრინციპების მიხედვით მუშაობა ბავშვთან და ოჯახთან;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტრენინგებში მონაწილება.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე: 
aursefoundation@gmail.com

მსგავსი განცხადებები
ადრეული განვითარების სპეციალისტი/რეზერვი გორში

საზოგადოება ბილიკი


10 იან - 08 თებ

ექიმი თერაპავტი/პირის ღრუს ქირურგი

Dental Studio G.K


09 იან - 07 თებ

ექიმი თერაპევტი / უმცროსი ექიმი / ექთნის დამხმარე

გადაუდებელი მედიცინის ცენტრი


26 დეკ 2018 - 24 იან

ექიმი-თერაპევტი დუშეთში

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი


09 იან - 04 თებ

თერაპევტი თელავში

Holiday Inn Telavi


03 იან - 01 თებ

ლაზეროთერაპევტი

სოპრანო აისი


21 იან - 19 თებ

სტომატოლოგი/ქირურგი-თერაპევტი/სტომატოლოგის ასისტენტი

Dream Dental and Aesthetic Group


09 იან - 07 თებ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV