დღეს - 08 ივლ
სტანდარტი
ანგარიშგებისა და კონტროლინგის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@cement.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
ანგარიშის მენეჯმენტი და ურთიერთობების განვითარება ბუღალტერია / ფინანსები ანგარიშების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების-თრეინი პროგრამის ფარგლებში ანგარიშგებისა და კონტროლინგის განყოფილებაში .
თრეინი პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ჩაერთონ რეალურ ბიზნესპროცესებში და განავითარონ პროფესიული უნარები გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. თუ გსურთ, კარიერის დაწყება დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვიანი სტაჟირება (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)
შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში
- ფინანსური მონაცემების ბაზების დამუშავება
- ანალიტიკური რეპორტების წარმოება
- ფინანსური აუდიტის პროცესები
- ცემენტის ქარხნებისთვის KPI ანგარიშების მომზადება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
- საწარმოო, გაყიდვების და ადმინისტრაციული გუნდების მხარდაჭერა ფინანსური მონაცემების ანალიზსა და ინტერპრეტაციაში
- ფინანსური კალენდრის შესაბამისად ოპერატიული და მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანგარიშების მომზადება
- უშუალო ხელმძღვანელისგან, მენეჯმენტისგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა რეპორტების ფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია აღნიშნული მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- BI ანალიტიკის საბაზისო ცოდნა, Power BI / Tableau ან მსგავსი ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
- სასურველია მონაცემთა ვიზუალიზაციის/რეპორტინგის გამოცდილება
- ფინანსური ანალიზის, კონტროლინგის ან IFRS/IAS მიმართულების ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.
- MS Excell-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერა
- ინგლისური ენის ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დეტალებზე ორიენტირება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის ეფექტური მართვა
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და კარიერული ზრდისთვის საჭირო ტრენინგებს;
- სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის
- კვების თანადაფინანსებას
- დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას
- ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ანგარიშგებისა და კონტროლინგის უმცროსი სპეციალისტი (თრეინი პროგრამა)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაყიდვები
ანგარიშის მენეჯმენტი და ურთიერთობების განვითარება
ბუღალტერია / ფინანსები
ანგარიშების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

