დებიტორული დავალიანებისა და ბიზნესის კონტროლის განყოფილების უფროსი

თარიღები: 10 იან - 20 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური

ნახვები: 1756

გამოხმაურებები: 61

ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. 
 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს დებიტორული დავალიანებისა და ბიზნესის კონტროლის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი:  თბილისი

 

რა უნდა გავაკეთო? 

  • დებიტორული დავალიანების კონტროლის მექანიზმებით შემოსავლისა და ფულადი აქტივების ზრდის უზრუნველყოფა, ფასთა მხარდაჭერით რეალიზაციის გაზრდა და ბრუნვადი სახსრების ეფექტურად გამოყენება
  • დებიტორული დავალიანების ანალიზის სისტემის განვითარება და ტოპ-მენეჯმენტის უზრუნველყოფა დავალიანებებისა და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციით
  • კომპანიის კლიენტთათვის ფასწარმოქმნის სისტემის მხარდაჭერა და განვითრება
  • ფინანსურ დეპარტამენტში ინოვაციური და ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერა
  • კრედიტ კონტროლის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დანერგვა, აუცილებელი ცვლილებების შემუშავება და განხორციელება დებიტორული დავალიანებების ეფექტური მართვის მიზნით
  • კავკასიის ქვეყნების კრედიტ კონტროლის ყველა ქვედანაყოფის საქმიანობის არსებულ საკრედიტო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • დავალიანების დაფარვის ვადების ეფექტური კონტროლი საოპერაციო გეგმის მაჩვენებლების მიღწევისა და ფულადი სახსრების მოძრაობის მიზნით
  • რეალიზაციის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების ეფექტური მართვისათვის.
  • პრომო აქციებისა და ფასთა წამოქმნის პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის საფასო პოლიტიკასა და დადგენილ პრინციპებთან
  • დებიტორული დავალიანების ანალიზი, ინფორმაციის რეგულარული შეგროვება კავკასიის ქვეყნების საფინანსო და რეალიზაციის განყოფილებებიდან, რომელიც აუცილებელია საკვანძო სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღებისათვის, აგრეთვე ფულადი სახსრების ეფექტური მოძრაობისათვის
  • რეგულარული ანგარიშების მომზადების ორგანიზება კომპანიის ტოპ-მენეჯმენტისათვის საოპერაციო გეგმით გათვალისწინებული ვადაგადაცილებების, დაფარვის ვადებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ
  • აქტიური მონაწილეობა პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესის სტრუქტურასთან, ინტეგრაციულ პროცესებსა და ინოვაციების დანერგვასთან, ცვლილებების ოპერატიული და ხარისხიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა
  • საკონტროლო პროცედურების ეფექტურობის მონიტორინგი, მასში არსებული ხარვეზების დროული აღმოფხვრა
  • დაქვემდებარებულთა განვითარებაზე ზრუნვა, ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა სადაც თითოეული თანამშრომლის წვლილი დაფასებულია და შექმნილია ყველა პირობა პროფესიული განვითარებისათვის
  • პროდუქტიული და პასუხისმგებელი გუნდის შექმნა, მკაფიო ურთიერთობების ჩამოყალიბება გუნდის წევრებს შორის, მათ მიერ ბიზნეს პროცესების ძირითადი ასპექტების გაგებაზე ზრუნვა

 

რა უნარები და გამოცდილება მჭირდება?

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან საბუღალტრო აღრიცხვის  მიმართულებით)
  • მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ფინანსურ დარგში; მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე
  • უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ცოდნა
  • MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია 1C, SAP
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • თვით-ორგანიზებული
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • ბრწყინვალე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • მოტივაცია და შედეგებზე ორიენტირება
  • ინიციატივისა და სიახლეებისადმი სწრაფვა

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ გაგზავნე CV-ის ღილაკის მეშვეობით არა უგვიანეს 20 იანვრისა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ  თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

მსგავსი განცხადებები
1C ოპერატორი

International Marketing and Trading


19 დეკ 2018 - 17 იან

Accounting Specialist

DeFacto


21 დეკ 2018 - 19 იან

Conversion/Retention Manager

სელტექ


28 დეკ 2018 - 26 იან

Financial Officer

CASINO JEWEL


21 დეკ 2018 - 19 იან

Head of Accounting & Tax Department

AG International Consulting


03 იან - 25 იან

Head of Audit Department

AG International Consulting


03 იან - 31 იან

Intern in Advisory Department/Paid

KPMG Georgia


27 დეკ 2018 - 20 იან


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV