იურისტი

თარიღები: 08 იან - 06 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@algani.ge
იურიდიული:  იურისტი

დასახელება: იურისტი

მომწოდებელი: შპს „ალგანი“

გამოქვეყნების თარიღი:  08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი

 

დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:  ადმინისტრაციული საქმისწარმოების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

ძირითადი ვალდებულებები: 

  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მოქმედი სამართლებრივი აქტების პერიოდული განახლება;
  • კომპანიაში არსებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა, დასკვნების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა;
  • კომპანიის ყველა განყოფილების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის და პროცედურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების, ან მათში ცვლილებების განხორციელების ხელძღვანელობასთან ინიცირება და შესაბამისი კონსულტაციების გაცემა;
  • ინიციატორ განყოფილებასთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში გაფორმების უზრუნველყოფა;
  • წერილების, განცხადებებისა, ბრძანებების, რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
  • კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესის მხარდაჭერა;
  • კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის, მომსახურების პროდუქტებისა და პროცედურების სამართლებრივი ანალიზი, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის და სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი რისკების დადგენა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, ცვლილებებისა და დამატებების პროექტების ინიცირება და შედგენა, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში;
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
  • კომპანიისა და იურიდიული განყოფილების მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაცია)
  • სავალდებულოა იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • მართვის უნარი;
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათი: 10:00 საათიდან 14:00 საათამდე);

ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

           

 

მსგავსი განცხადებები
ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიული სამსახურის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე წილკანი

Global Beer Georgia


21 იან - 19 თებ

იურიდიული სამსახურის სპეციალისტი ბათუმში

ბაუინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი


18 იან - 16 თებ

იურისტი

რამ პოლიტეკქს


03 იან - 25 იან

იურისტი

m2 უძრავი ქონება


11 იან - 06 თებ

იურისტი

ევროპროდუქტი


17 იან - 15 თებ

იურისტი

ლიბერთი ბანკი


18 იან - 31 იან

იურისტი

ტაქსის გამოძახების სერვისი მაქსიმი


11 იან - 08 თებ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV