სამშენებლო პროექტების მართვის პროგრამა

თარიღები: 26 დეკ 2018 - 24 იან
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: cpmacademy1@gmail.com
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი) ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

პირველად საქართველოში „სამშენებლო პროექტების მართვის აკადემია“ აცხადებს მიღებას სამშენებლო სფეროში პროექტის მართვის მაღალი ხარისხის ცოდნის მიღების პროგრამაზე. 

 

პროგრამა განკუთვნილია სამშენებლო ბიზნესში მყოფ დამწყებ და მოქმედ პირთათვის. კერძოდ, მორგებულია საქმეთა მწარმოებლებზე, პროექტის მენეჯერებსა და იმ პირებზე ვისაც სამშებენლო ბაზარზე შესვლა აქვს გადაწყვეტილი და წარმატებული სამშენებლო ბიზნეს პროექტების განხორცელება სურს. ასევე ორიენტირებულია მოქმედ სამშენებლო კოპანიების მოთხოვნებზე, რომალთაც ესაჭიროებათ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და განვითარება.

 

სასწავლო კურსის თემები:

სამშენებლო პროექტების მართვის საფუძვლები და პრინციპები, რაც გულისხმობს პრაქტიკულ სწავლას  პროექტების მართვის და სამშენებლო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად

  • მენეჯმენტი
  • პროექტის ანალიზი
  • პროექტის განფასება
  • სამშენებლო ტექნიკური მხარის მეთოდები
  • გეგმა-გრაფიკები
  • მიმდინარე პროექტების ციკლის მართვა
  • ადამიანური რესურსების მოძება და მართვა
  • ახალი პროექტების მოძიება ანალიზი
  • ტექნიკური, ფინასური და იურიდიული კუთხით სამშენებლო ბაზრის სიღმისეული შესწავლა

 

სამშენებლო სარემონტო სამუშაოების მართვის მეთოდები, პრაქტიკული სწავლა სამშენებლო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად.

  • მენეჯმენტი
  • სარემონტო სამუშაოების დაგეგმარება
  • სამშენებლო სამუშაოების ინტერიერის დიზაინის პროექტის შემადგენელი ნაწილები
  • სარემონტო სამუშაოების განფასება
  • გეგმა გრაფიკების  და ფინანსური გეგმა გრაფიკების შედგენა
  • მიმდინარე პროცესების მართვა
  • ადამიანური რესურსების მოძება და მართვა

 

არქიტექტურულ-კონსტრუქციული საკითხების იურიდიულ და სამართლებრივ ჭრილში, პრაქტიკულ ასპექტში გამოყენება.

  • რა არის არქიტექტურა და მისი დანიშნულება სამშენებლო პროექტში
  • დამკვეთთან ერთად არქიტექტურულ პროექტთან მუშაობა
  • რა არის არქიტექტურული პროექტი - გეგმები, ჭრილები, ფასადები,საცხოვრებელი და სამშენებლო ფართები
  • მიწის კვლევების პარამეტრები და ანალიზი, რა არის კ1,კ2,კ3
  • განაშენიანების გეგმა
  • როგორ თანხმდება მერიის სამსახურში არქიტექტურული პროექტი
  • რა არის კონსტრუქციული პროექტი
  • რა არის გეოლოგია
  • რა არის სახანძრო ექსპერტიზა
  • რა არის სატრანსპორტო ექსპერტიზა

 

სამშენებლო პროექტის ფინანსური მენეჯმენტი

  • ფინანსების როლი სამშენებლო პროექტების განხორციელებაში
  • სამშენებლო პროექტის ფინანსური დაგეგმარება
  • მიმდინარე პროექტის ფინანსური ანალიზის განხორციელება
  • სამშენებლო პროექტის მსვლელობაში მიმდინარე დაგეგმილი ფინანსების კონტროლი
  • საგადასახადო და სახელმწიფო ორგანოებთან ფინანსური საკითხების კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად შესწავლა
  • ყველა გადასახადის აღრიცხვა და წარმოება

 

AutoCad/ArchiCad - პროგრამების გამოყენება

  • როგორ გამოიყენოს პროექტის მენეჯერმა ავტოკადი და არხიკადი
  • რა დანიშნულება აქვს ამ პროგრამების ცოდნას პროექტის მიმდინარეობის დროს
  • როგორ მოვახდინოთ მიმდინარე სამშენებლო მოცულობების შესწავლა, გადამოწმება, აღრიცხვა ავტოკადისა და არხიკადის მეშვეობით

 

სამშენებლო მოედანზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესწავლა და პროექტზე სამართლებრივად მორგება

  • სამშენებლო მოედნის ტექნიკური პროცესები და შრომის უსაფრთხოება
  • უსაფრთხოების ტექნიკური აღჭურვილობა
  • ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება
  • შრომის უსაფრთხოების დაცვა
  • შრომის უსაფრთოების ტექნიკა და აღჭურვილობა
  • შრომის უსაფრთხოების ადამიანურ რესურსებზე მორგება
  • შრომის უსაფრთხოება მიმდინარე მშენებლობის დროს - კონტროლი და აღრიცხვა.

 

კომუნიკაციის ფსიქოლოგია სამშენებლო სფეროში

  • სწორი კომუნიკაციის შერჩევა და გამოყენება პროექტების მართვაში
  • მოლაპარაკების დროს კომუნიკაციის ფსიქოლოგია
  • დამკვეთთან და შემსრულებელ ორგანიზაციებთან სწორი კომუნიკაციის შერჩევა და ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენება
  • ადამიანურ რესურსებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და მათი ფსიქოლოგიური მოტივაციის ამაღლება
  • სტრესულ სიტუაციებში სწორი კომუნიკაციის შერჩევა და ეფექტური შედეგის მიღება

 

კურსს წაუძღვებიან სამშენებლო ბიზნეს პროექტების სფეროში წარმატებული პროექტის მენეჯერები, არქიტექტორი, კონსტუქტორი, ფინანსური მენეჯერი, უსაფრთხოების მენეჯერი, ავტოკადისა და არხიკადის სპეციალისტი და თანამედროვე კომუნიკაციის ფსიქოლოგი - მოქმედი ექვსი  ტრენერი.

ტრენინგების ჩატარება მოხდება კომფორტულ და მშვიდ გარემოში, სადაც მსმენელი მიიღებს არამარტო ცოდნას, არამედ ახალი საქმიანი და კარიერული ურთიერთობების ჩამოყალიბების პერსპეკტივას.

ხანგძლივობა 3 თვე. შეხვედრები კვირაში ორჯერ. სულ 84 საათი.

კურსის ღირებულება 2000 ლარი.

 

როგორც კომპანიების, ისე ინდივიდუალური პირების მსმენელად შერჩევა მოხდება გასაუბრების შედეგად - მათი უნარებისა და მოტივაციის შეფასების მიხედვით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ჯგუფში დაესწრება არაუმეტეს 15 მსმენელი.  დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან მოგვწეროთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე:  cpmacademy1@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Construction Project Manager

შატო მუხრანი


10 იან - 23 იან

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


16 იან - 14 თებ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


16 იან - 14 თებ

აზომვითი ინჟინერი

Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd


08 იან - 06 თებ

აზომვითი ინჟინერის ასისტენტი

Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd


08 იან - 06 თებ

ამწყობი

ალუმინის კარ-ფანჯრების მწარმოებელი კომპანია არგო


17 იან - 15 თებ

ბავშვთა  ფსიქოლოგიის უფასო ტრენინგ კურსი

ტრენინგების ცენტრი ინოვაციური განათლების სახლი IETC


08 იან - 06 თებ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV