08 დეკ - 06 იან
უმცროსი იურისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური
შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:
  • ხელშეკრულების მომზადებისა და ვიზირების პროცესში ჩართულობა;
  • ხელშეკრულების დასადებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
  • სასამართლო პროცესების მომზადებაში მონაწილეობა (სარჩელების, შესაგებლების, განცხადებების, განმარტებების, საჩივრების და სხვა პროცესუალური დოკუმენტების შედგენაში დახმარება);
  • სამართლებრივი კვლევების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე;
  • საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი;
  • ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა, მათ შორის ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში;
  • სამართლებრივი დოკუმენტების დაარქივება, რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
  • იურიდიული განყოფილების ადმინისტრაციული მხარდაჭერა და ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების (ინგლისურის) ცოდნა.
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის წერისა და ფორმატირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ორგანიზებულობა და გუნდის წევრად მუშაობის უნარი.
  • სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
  • ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • სასამართლო და ბიზნეს-სამართლის პრაქტიკაში რეალურ გამოცდილებას;
  • კომფორტულ ოფისს და მეგობრულ გუნდს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, ახ.მელაშვილის ქ N2 (სათავო ოფისი)
ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები