შემდეგი
14 ნოე - 13 დეკ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 500(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - ენები: ქართული
Solux - პროფესიონალური აუდიო, ვიდეო და განათების სისტემების დისტრიბუტორი და სისტემური ინტეგრატორი საქართველოში - ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროექტების მოძიებასა და გაყიდვებში.
ძირითადი პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მიცკევიჩის 27
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ფიქსირებული ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი 1000 - 3000 ლარი გაყიდვებიდან.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტებისა და პროექტების იდენტიფიკაცია.
- სამშენებლო და მიმდინარე ობიექტების მონიტორინგი და პროდუქციის/მომსახურების შეთავაზება.
- სახელმწიფო და კერძო სექტორის პროექტების მოძიება.
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი და ანგარიშგება.
- გაყიდვების თვისა და წლიური გეგმის (KPI) შესრულება.
- მომხმარებელთა ბაზების შექმნა და მათი აქტიური მართვა.
- ხელშეკრულებების მომზადება და ინვოისინგის წარმოება.
- მიმდინარე და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება.
- ტენდერებში მონაწილეობა. (მოძიება, დოკუმენტაციის მომზადება და სხვა)
მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- სახელმწიფო და კერძო სექტორში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
- აუდიო, ვიდეო და განათების სისტემების ცოდნა ან მსგავს სფეროში პროექტების გაყიდვის გამოცდილება (სასურველია).
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი.
- გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის უნარი.
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).
- ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია)
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ფიტპასს
- კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო ბალანსით
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ და დინამიურ კომპანიაში.
- მონაწილეობას საინტერესო და მსხვილ პროექტებში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@solux.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად
მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები