14 ნოე - 14 დეკ
ვიპ
კლიენტთა მრჩეველი
თბილისი, ვაკე, ი.აბაშიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@conceptstar.online
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 - 1600(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - ენები: ინგლისური
Concept STAR არის პროგრესული ლუქს კლასის სივრცე, სადაც თანამშრომლობისა და ცნობისმოყვარეობის მეშვეობით ჩვენ ვაყენებთ მაღალ მიზნებს და ვისწრაფვით სრულყოფისკენ. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის წვლილს და მივესალმებით უკუკავშირს, რათა განვვითარდეთ როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად.
Concept STAR-ში კლიენტთა მრჩევლის (Client Advisor) პოზიციაზე თქვენ იმუშავებთ გუნდთან ერთად, მხარს დაუჭერთ მიზანს — გააღრმავოთ და განავითაროთ მომხმარებელთან ურთიერთობები, სადაც თქვენი სოციალური და გაყიდვების უნარები იქნება მთავარი ღირებულება.
თანამშრომლობის კულტურა
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ როდესაც თანამშრომელი გრძნობს მხარდაჭერას, ჩართულობასა და ნდობას, მას შეუძლია არა მხოლოდ სიამოვნებით იმუშაოს, არამედ წარმატებასაც მიაღწიოს. თქვენ გახდებით მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე კოლეგების გუნდის ნაწილი, სადაც თითოეულს აქვს უნიკალური უნარები და გამოცდილება.
რა იქნება თქვენი პასუხისმგებლობა
- როგორც Concept STAR-ის კლიენტთა მრჩეველმა, თქვენ უნდა იყოთ ორიენტირებული გაყიდვების მაქსიმიზაციაზე მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ბრენდის ერთგულების განვითარების გზით, მაღაზიაში უნიკალური გამოცდილების შეთავაზებით და კლიენტის ჩვენ სამყაროში ჩათრევით.ყოველთვის უზრუნველყოთ მომხმარებლის გამორჩეული მიღება და მომსახურება მაღაზიაში.
- ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე შეინარჩუნოთ და განავითაროთ კლიენტებთან ურთიერთობები.
- აქტიურად ჩაერთოთ ყველა დეპარტამენტთან კროს-გაყიდვებში და მაქსიმალურად გამოიყენოთ გაყიდვების შესაძლებლობები, რათა მიაღწიოთ პირად გაყიდვების მიზნებს და KPI-ს.
- მუდამ იყოთ საქმის კურსში მოდის ტენდენციებისა და კონკურენტების შესახებ.
- ფლობდეთ ბრენდისა და პროდუქტის ცოდნას.
- საჭიროების შემთხვევაში, მენეჯერთან ერთად ეფექტურად მოაგვაროთ მომხმარებლის პრეტენზიები.
- მაღაზიაში და ვიზუალური ვიტრინების წარმოდგენაში შეინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი, შეასრულოთ კომპანიის ოპერაციული მითითებები და საწყობის პროცედურები.
- უზრუნველყოთ მაღალ დონეზე უსაფრთხოება და ყურადღებით იმოქმედოთ პროდუქტის ქურდობის პრევენციის მიზნით.
ამ როლისათვის სასურველი გამოცდილება და ცოდნა:
- პრობლემების გადაჭრის უნარი, ცნობისმოყვარეობა და ინტერესი ლუქს/მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სფეროში.
- კლიენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობების აგების გამოცდილება.
- გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის შესანიშნავი უნარები.
- პროდუქტის ცოდნა.
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (დამატებითი ენები უპირატესობად ჩაითვლება).
ჩვენთვის უმთავრესია არა მხოლოდ ჩამოთვლილი უნარებისა და ცოდნის სრულყოფილად ფლობა, არამედ თითოეული ადამიანის პოტენციალის დაფასება.
ვინ ვართ ჩვენ
Concept STAR არის თბილისში დაფუძნებული კონცეპტუალური მაღაზია მრავალდისციპლინური მიდგომით. ფოტოგრაფიის, ხელოვნების, არქიტექტურისა და თანამედროვე კულტურის მიმართ ინტერესის საფუძველზე. ჩვენ შევქმენით ალტერნატიული გზა, რომლითაც ჩვენი მაღაზია გადაიქცა სანდო სივრცედ, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიო ბრენდებში.
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს კვირაში 5 დღე და ფიქსირებულ ხელფას (1400-1600 ლარი) + ყოველთვიურ ბონუსს
კომფორტულ სამუშაო სივრცეს
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდეთ
მისამართი:ირაკლი აბაშიძის 34
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@conceptstar.online
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
