ღია კონკურსი აფილირებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამართლის დარგში

თარიღები: 07 დეკ - 05 იან 2019
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
ენები: ქართული ინგლისური
ტელეფონი: 032 2141 181
მეცნიერება/განათლება:  პროფესორი უმაღლესი განათლება

შპს „ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს აფილირებული აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად სამართლის დარში შემდეგი მიმართულებით: კერძო სამართალი, სისხლის სამართალი, საჯარო სამართალი, საერთაშორისო სამართალი

 

დარგი

კერძო სამართალი:

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

 

დარგი

სისხლის სამართალი:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

 

დარგი

საჯარო სამართალი:

  • ასოცირებული პროფესორი  -  2   ვაკანსია;
  • ასისტენტი  -  1   ვაკანსია;

 

დარგი

საერთაშორისო სამართალი: 

  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

 

საკონკურსო კრიტერიუმები:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად.
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება პროფესორის, და არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება - ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისათვის.
  • შესაბამის დარგში სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებული უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

 

დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
  • სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება
  • მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
  • აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა
  • ინგლისური ენა

 

პროფესიული ნიშნით შეიძლება არჩეულ იქნეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნით:

  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
  • სამეცნიერო-კვლევით ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის (პედაგოგიური) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით, ან დარგში პრაქტიკული სახის პროექტის ავტორობით.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა (სასწავლო კურსის სილაბუსი).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

  • დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება - არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება, რაც დაკავშირებულია შესაბამის დარგში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან/და სპეციალური მომზადებით, რაც ითვალისწინებს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით სპეციალური სასწავლო კურსების/ტრენინგების გავლას ან დარგში პრაქტიკული მიღწევებით.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა.

 

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე, კანცელარიაში).
  • ავტობიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით).
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, პროფესიული გამოცდილების დამადას­ტურებელი დოკუმენტაციის ასლები, სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები.
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები, გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფსიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში კონკურსანტი ვალდებულია დოკუმენტალურად დაასაბთოს საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსი ჩატარდება შპს „ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2018 წლის 7 დეკემბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 8 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით; 
  • კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2019  წლის 15 იანვარს;
  • კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის 17 იანვარს;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019  წლის 21 იანვრისა.

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის კანცელარიაში 2019 წლის 8 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის კანცელარია.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: ბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N76.

ტელ: 032 2141 181; 032 2000 171.

მსგავსი განცხადებები
სწავლა ამერიკაში

Yana Service


20 ნოემ - 19 დეკ

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV