დროებითი დამხმარე თანამშრომელი

თარიღები: 06 დეკ - 20 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სეზონური/დროებითი
ელ. ფოსტა: recruitment-geo@mafcarrefour.com
გაყიდვები:  საცალო კლიენტთა მომსახურება ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია თბილისში დროებითი დამხმარე თანამშრომლის  პოზიციაზე.

 

სამუშაო პერიოდი: 2 კვირიდან 1 თვემდე (ახალი წლის პერიოდი);

სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი (დღის და /ან/ საღამოს ცვლა) ;

ანაზღაურება: დღიური ნამუშევრის შესაბამისად დაანგარიშდება და ჩაირიცხება ჯამური გამომუშავებული თანხა;

პერსპექტივა: დროებითი თანამშრომლობის დასრულების შემდგომ კომპანიაში მუდმივი კონტრაქტის პირობებით დასაქმება (მოლაპარაკების შემთხვებაში);

 

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 000  თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

 

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დროებითი დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე;.

 

ძირითდი მოვალეობები:

  • პროდუქციის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში,  ასევე საწყობში; 
  • თაროების ახალი საქონლით  შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
  • ფასების  იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.
  • მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება/დაკვალიანება.

 

მოთხოვნები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „დროებითი დამხმარე თანამშრომელი“ 2018 წლის 20 დეკემბრამდე ,წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
1C/საწყობის ოპერატორი

G&A GROUP


26 ნოემ - 25 დეკ

Armenian and English Speaking Dispatch Agent Representative

US Logistics


06 დეკ - 04 იან 2019

Conversion German Speaking Agent

ალფა მარკეტინგი


23 ნოემ - 22 დეკ

English Speaking Conversion Agent

ალფა მარკეტინგი


23 ნოემ - 22 დეკ

English Speaking Dispatch Agent Representative

US Logistics


06 დეკ - 04 იან 2019

English Speaking Retention Agent

ალფა მარკეტინგი


23 ნოემ - 22 დეკ

English-Speaking Sales Agent

Steady Capitals


27 ნოემ - 26 დეკ

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV