03 ნოე - 02 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
Hashbank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: სალაროს უფროსი
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: სალაროს უფროსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სალაროს საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მუდმივი კონტროლი;
- მოლარეების მიერ შესრულებული ოპერაციების სისწორის, სამუშაო ადგილზე დისციპლინის უზრუნველყოფა და სათანადო მითითებებლი მიცემა;
- სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის (თანხის მიღება, გაცემა, ინკასაცია, გადაზიდვა) კონტროლი;
- ფულის ნაშთების მართვა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
- მოლარეების ლიმიტს ზემოთ ტრანზაქციების დადასტურება და ავტორიზაცია;
- სამუშაო დღის ბოლოს ნაშთების შედარება, სალაროს დანაკარგებისა და გადაცდომების კონტროლი და პრევენცია;
- დანაკარგებისა/გადაცდომების არსებობის შემთხვევაში ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
- სალარო დოკუმენტაციის კონტროლი და სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება მათ შორის ნაღდი ფულის ბრუნვის, ტვირთების და ინკასაციის შესახებ;
- სალაროს უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვის უზრუნველყოფა და რისკების მართვა;
- ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობების შენახვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ბანკის შიდა რეგულაციების და ბანკის მარეგულირებელი ორგანოს (ეროვნული ბანკის) მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
- სალაროში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის უზრუნველსაყოფა (AML/CFT) საჭირო პროცესების დანერგვა და კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში საკითხის დაუყოვნებლივ ესკალირება;
- რთული კლიენტური შემთხვევების მართვა, პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და ესკალაცია საჭიროებისამებრ;
- გუნდის წევრების შერჩევის პროცესში აქტიური ჩართულობა, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ტრენინგების საჭიროების იდენტიფიცირება;
- მოლარეების საქმიანობის მუდმივი შეფასება და დროული კონსტუქციული უკუკავშირის განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში პერსონალთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით).
- ცოდნა და გამოცდილება:
- საბანკო სისტემაში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
- ნაღდი ფულის მართვის პროცედურების და სალარო ოპერაციების სრულყოფილი ცოდნა.
- საბანკო კანონმდებლობისა და რეგულაციების (განსაკუთრებით ნაღდი ფულის მიმოქცევის ნაწილში) ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა.
- საბანკო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-სთან მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
- გუნდის მართვის უნარი;
- დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
- კარგი ანალიტიკური უნარები;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების და პრობლემების დრულად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- კარგი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების წარმოების უნარები.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს „ჰეშ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს „ჰეშ ბანკისთვის“ წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
