29 ოქტ - 28 ნოე
ვიპ
ღონისძიებების მენეჯერი
თბილისი, მთაწმინდა, რუსთაველის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@thearthouse.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტურიზმი/გართობა
ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული
მუზეუმები და დაწესებულებები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ტურიზმი/გართობა
ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):არაკომერციული
მუზეუმები და დაწესებულებები - ენები: ქართული
არტ ჰაუსი აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის ქ. #7
სამუშაო განაკვეთი: სრული
არტ ჰაუსი წარმოადგენს შეხვედრების ადგილს შემოქმედებითი და გასტრონომიური სიამოვნებისთვის, სადაც ხელოვნება, გასტრონომიული მრავალფეროვნება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დასვენება ერთიანდება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის ღონისძიების კონცეფციის ინიცირება, მათი შემუშავება, რეკომენდაციების გაზიარება და განხორციელება.
- შემოქმედებითი იდეების გენერირება, რომელიც ავსებს არტ ჰაუსის მისიას (თემატური საღამოები, მასტერკლასები, სპეციალური შეთავაზებები).
- ღონისძიებების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, როგორც ტრადიციული ასევე ციფრული არხების გამოყენებით.
- ღონისძიებების დეტალური გეგმის შემუშავება (ვადები, ლოგისტიკა, მომწოდებლები, ბიუჯეტი) და მათი მუდმივი მონიტორინგი.
- არტისტებთან/ სტუმრებთან/ მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან მჭიდრო კომუნიკაცია.
- სტუმრებთან დახვედრა და გამასპინძლება.
- ღონისძიებების დასრულების შემდეგ შეფასების უზრუნველყოფა (უკუკავშირი).
ზოგადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭება სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს.
- განათლება: სასურველია მარკეტინგი, PR, ბიზნესის ადმინისტრირება, სასტუმრო-რესტორნების მენეჯმენტი ან მომიჯნავე სფერო.
უნარები:
- შესანიშნავი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი
- კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
- პრობლემების გადაწყვეტის და კრიზისების მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე
- გუნდური მუშაობა და ლიდერობის უნარი
- კრეატიულობა და ინოვაციური აზროვნება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@thearthouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
hr@thearthouse.ge -ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- hr@thearthouse.ge
დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს "მაგთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
ტურიზმი/გართობა
ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
