შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

თარიღები: 04 დეკ - 26 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@servicenetgroup.ge
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა:  შრომის ინსპექცია

შპს „სერვის ნეტ გრუპი“  აცხადებს  ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.   

გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვემდე

 

ამოცანები:

  • კონტროლის მექანიზმების და სისტემების დანერგვა/განვითარება;
  • პოტენციური დარღვევების/შესაძლო გადახრების წინასწარი გამოვლენა და პრევენცია;
  • არსებული დარღვევების დროული გამოვლენა და რეაგირება;

 

სამუშაო ფუნქციები:

  • შრომის პირობების ინსპექტირება;
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის შემუშავება/დანერგვა/შესრულების კონტროლი;
  • კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება და მენეჯმენტთან წარდგენა;
  • შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  •   OHSAS 18001  სტანდარტის (სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
  •  OHSAS 18001 სტანდარტის და სახელმძღვანელოების/ინსტუქციების პერიოდული განახლება კანონმდებლობისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
  • კომპანიის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
  • საშიშროებების განსაზღვრა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
  • აუცილებლობის  შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება;
  • კომპანიაში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება და ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თამაშრომლის უსაფრთხოებაზე ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციაში;
  • პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
  • კომპანიის შენობა-ნაგებობების  უზრუნველყოფა გამაფრთხილებელი ნიშნებით საჭიროებისამებრ;
  • კომპანიაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
  • პირველადი დახმარების ყუთებით კომპანიის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე;
  • ინსტრუქციების შემუშავება საწარმო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებებთან დაკავშირებით;
  • ხელმძღვანელობის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმატიზმის შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება;
  • სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად;
  • თბილისის და რეგიონის მასშტაბით  გეგმიური  და  წერტილოვანი ვიზიტების განხორციელება და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის  სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი;

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ტრენინგების (სასურველია სერტიფიცირებული) გავლას მიენიჭება უპირატესობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების  ცოდნა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე დაკვირვების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • არაკონფლიქტური;
  • მოტივირებული და ორგანიზებული.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge

2018 წლის 26 დეკემბრის  ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა  ვერ  განიხილება. პარალელურ ეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

 

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV