ბუღალტერიის კომპლექსური კურსი/კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები-ORIS,INFO,SUPERFIN.1C

თარიღები: 30 ნოემ - 29 დეკ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: infointelc@gmail.com
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ ბუღალტერიის შემსწავლელ სასერტიფიკატო კომპლექსურ კურსებს საერთაშორისო სტანდარტებით და კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამებს - ORIS, INFO, SUPERFIN. 1C  

სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით!

ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები!

კურსი გათვლილია ბუღალტერიის შესწვლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის!

გაითვალისწინეთ!!! რაიონში მცხოვრებ პირებს გთავაზობთ ინტენსიური კურსის გავლას და ჩვენს სასტუმროში - „მოგზაურთა სახლში“ განთავსებას! თქვენთვის იმოქმედებს ფასდაკლება!!!

„მოგზაურთა სახლის“ შესახებ ფოტომასალა იხილეთ ბმულზე - https://www.facebook.com/pg/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-Travalers-House-630787960585601/photos/?tab=album&album_id=635617943435936


სწავლების ეტაპები:

  • თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით!
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები: ორისი-ORIS, ინფო-INFO, სუპერფინი-SUPERFIN. 1C    საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების შესწავლა მიმდინარეობს მსმენელთა სურვილისამებრ შერჩევით!
  • სტაჟირების პროგრამა - დამწყები ბუღალტრებისთვის; ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ საბუთებზე დაყრდნობით, ან თავად მსმენელის სამუშაო სპეციფიკაზე მორგებით!



განვიხილოთ  სასწავლო პროგრამის თვითოეული ეტაპი:


1. თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური  კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, პრაქტიკის და ფინანსური აღრიცხვის საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბუღალტრულ ნაწილს.
  • კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერია.
  • დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის ბუღალტრული კონსულტაციების გაწევა.
  • ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამა დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის პროგრამებში: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიაში.
  • საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა Rs.ge - ს ფორმებთნ მუშაობა.
  • საბუღალტრო მომსახურება.
  • Excel - ში საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციის და საქმის წარმოება.


კურსები განკუთვნილია:  ვინც ნულიდან იწყებს ბუღალტერიის შესწავლას,დამწყები ბუღალტრებისათვის,  ასევე, ფინანსური სპეციალობის მქონე და სხვა ნებისმიერი პროფესიის მსმენელებისათვის.

სწავლების მიმართულებები: ტრენინგ-კურსები ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის, ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას rs.ge-ზე, კომპიუტერული პროგრამების: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიის შესწავლას, რის საფუძველზეც, მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სპეციფიკის: ვაჭრობის, მომსახურების, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომდარი ფაქტების საფუძველზე პირველადი დოკუმენტების შედგენას  და ბუღალტრული პროცესების მართვას. 

სწავლების მეთოდი და უპირატესობები: ლექციები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. თეორიული მასალის ათვისება - პრაქტიკული მაგალითებით, ხოლო პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა - საბუღალტრო დოკუმენტების საფუძველზე.

კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას. 

თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის ორთვიანი კურსის ღირებულება და პირობები: 
ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად!
3 - 6 კაციან ჯგუფებში - 350 ლარი (თვეში 175 ლარი)
2 -კაციან ჯგუფში - 400 ლარი (თვეში 200 ლარი)
ინდივიდუალურად - 500 ლარი (თვეში 250 ლარი)

ლექციების რაოდენობა ინდივიდუალურად - 20 ლექცია, 2 -კაცი 22 ლექცია; ჯგუფში - 24 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად - 1 საათი, 2 კაცი - 1.15 წთ. ჯგუფში: 1.30 წთ.


შემდეგი ეტაპი - მესამე თვე - კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების შესწავლა შერჩევით, სურვილის შესაბამისად: ორისი-ORIS, ინფო-INFO, სუპერფინი-SUPERFIN. 1C   


2. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები;

ბუღალტრული პროგრამების შესწავლა მიმდინარეობს მოქმედი, რეალური ორგანიზაციების დოკუმენტების  შესწავლა-დამუშავების საფუძველზე!


ორისი - 8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ. 
ღირებულება ინდივიდუალურად: 150 ლარი
2 კაციან ჯგუფში: 130 ლარი. 

ინფობუღალტერი - 8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ. 
ღირებულება ინდივიდუალურად: 150 ლარი
2 კაციან ჯგუფში: 130 ლარი. 

სუპერფინი - 8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ. 
ღირებულება ინდივიდუალურად: 150 ლარი
2 კაციან ჯგუფში: 130 ლარი. 

1C  -  შემსწავლელი კომპლექსური სასწავლო პროგრამა;
7 ლექცია - ლექციის ხანგრძლივობა - ინდივიდულაურად 1სთ; ჯგუფში - 1,30წთ.
ღირებულება ინდივიდუალურად - 400 ლარი
2 - 3 კაციან ჯგუფში - 300 ლარი


3. სტაჟირება -  დამწყები ბუღალტრებისთვის;

პრაქტიკის გავლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის გამოყენებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. პრაქტიკის გავლისას, საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. პრაქტიკული გამოცდილების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენი ინტელექ ტ ცენტრის  საბუთების დამუშავების შედეგად, ისე ჩვენი პარტნიორი  კომპანიების საბუთების საშუალებით. მსმენელი იღებს მონაწილეობას რეალურ სამუშაო პროცესში,  ეცნობა თითოეულ დოკუმენტს და სწავლობს მის საფუძვლიან დამუშავებას კომპიუტერულ პროგრამებში.

ერთთვიანი სტაჟირება საბუღალტრო პროგრამასთან ერთად - 300 ლარი - 12 სალექციო კურსი - ინდივიდუალურად. თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

ახალბედა დამწყები და უკვე მოქმედი ბუღალტრებისთვის შესაძლებელია საათობრივი კონსულტაცია, როგორც თეორიულ მასალაში, ისე საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში. 
ერთი კონსულტაციის - ღირებულება  ინდიივიდუალურად - 1 საათი - 20 ლარი

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

კურსებს უძღვება; პრაქტიკული გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული ტრენერი მრავალწლიანი წლიანი სამუშაო გამოცდილებით!

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!
ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად; ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა!

გაითვალისწინეთ: ”ინტელექტ ცენტრი” 18 წლის სასწავლო ცენტრია!

ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები! ბმულზე იხილეთ „ინტელექტ ცენტრის“ მიერ მომზადებული ორგანიზაციები: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo)


გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 18 წლიან გამოცდილებას!

„ინტელექტ ცენტრში“ ყველა პირობა აშექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!


რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი" 
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154, 
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი" 
მე-4 სართული, ოფისი № 6 
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154- სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com

Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
 

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


11 დეკ - 09 იან 2019

CCNA Routing & Switching Essentials

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია


29 ნოემ - 28 დეკ

CISCO-ს სერტიფიცირებული პედაგოგი

VIP Intellect Group


06 დეკ - 04 იან 2019

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


19 ნოემ - 18 დეკ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


19 ნოემ - 18 დეკ

Ms. Word-ის და Ms. Exce-ის გაძლიერებული/კომბინირებული კურსი

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია


29 ნოემ - 28 დეკ

IT ინჟინერია/ კომპიუტერული სისტემები და ქსელების კურსი

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია


29 ნოემ - 28 დეკ

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV