ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი ბათუმში

თარიღები: 07 დეკ - 21 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული

სხვა ვებ გვერდზე

საბანკო:  ბანკის კლიენტთა მომსახურება საბანკო(ზოგადი)

პროკრედიტ ბანკი -  ევროპული ბანკი ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების პარალელურად ბანკი ფოკუსირდგება ფიზიკური პირების კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე და მათ კომპლექსურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.
პროკრედიტი ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკი, საქართველოს  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია. აღნიშნული რეიტინგი ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ მენეჯმენტზე მიუთითებს.

 

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესს კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე ბათუმის ფილიალისთვის.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნეს კლიენტისთვის ბანკში პირველი საკონტაქტო პირის ფუნქციების შესრულება;
  • პოტენციური მცირე ბიზნეს კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
  • ბიზნეს კლიენტებისათვის ყველა საბანკო პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებული კონსულტაციის გაწევა;
  • ბიზნეს კლიენტების საჭიროებების გაანალიზება;
  • კლიენტის საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
  • ბიზნეს პორტფელის შექმნა და ზრდა;
  • კლიენტთა მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
  • დასახული გეგმების შესრულება;
  • ბიზნეს პორტფელის რეგულარული მონიტორინგი, პორტფელში არსებული კლიენტებისთვის არსებულული და ახალი საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება;
  • კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
  • საკრედიტო რისკების  და კლიენტის გადამხდელუნარიანობის შეფასება;
  • საკრედიტო განაცხადის დროული დამუშავება, რეზიუმეს მომზადება;
  • საკრედიტო განაცხადზე ობიექტური დასკვნის გაკეთება და ბიზნეს კომიტეტზე წარდგენა;
  • ბიზნეს კომიტეტზე მონაწილეობის მიღება ხმის უფლებით;
  • სესხის გაცემის პროცესში მონაწილეობა, შიდა დოკუმენტებით დადგენილი ნორმების ფარგლებში;
  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • დადგენილ ვადებში კლიენტის ფინანსური მონიტორინგის განხორციელება;
  • უზრუნველყოფის დროული გადაფასება; ვადაგადაცილებულ კრედიტებზე მუშაობა, პრობლემის მოსაგვარებლად გზების დასახვა;
  • სესხის გაცემის პროცესის ორგანიზება;

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • ბანკში მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება
  • SME კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

მოტივაცია და ენერგიულობა

  • კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • მოქნილობა და ოპერატიულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
  • სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი 
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • კეთილსინდისიერება
  • უმაღლესი განათლება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • კლიენტთა მომსახურების უნარების ღრმა ცოდნა
  • კონსულტაციის გაწევისა და კლიენტის დარწმუნების უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა აქ: https://cv-uploader.procredit-group.com/Form.aspx

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
აქტიური/პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

ბაზისბანკი


13 დეკ - 27 დეკ

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი

ბაზისბანკი


12 დეკ - 26 დეკ

კლიენტთა მომსახურების ოფიცერი ბოლნისში

ფინკა ბანკი საქართველო


12 დეკ - 26 დეკ

კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი

ბაზისბანკი


12 დეკ - 26 დეკ

კლიენტთა მრჩეველი/რეზერვი

კრედო ბანკი


10 დეკ - 23 დეკ

კონსულტანტი/ნახევარი განაკვეთი

საქართველოს ბანკი


11 დეკ - 09 იან 2019

მითერი ჩხოროწყუში

ლიბერთი ბანკი


04 დეკ - 02 იან 2019

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV