იურისტი

თარიღები: 20 ნოემ - 19 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@algani.ge
იურიდიული:  იურისტი

დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:  

  • ადმინისტრაციული საქმისწარმოების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

ძირითადი ვალდებულებები: 

  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მოქმედი სამართლებრივი აქტების პერიოდული განახლება;
  • კომპანიაში არსებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა, დასკვნების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა;
  • კომპანიის ყველა განყოფილების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის და პროცედურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების, ან მათში ცვლილებების განხორციელების ხელძღვანელობასთან ინიცირება და შესაბამისი კონსულტაციების გაცემა;
  • ინიციატორ განყოფილებასთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში გაფორმების უზრუნველყოფა;
  • წერილების, განცხადებებისა, ბრძანებების, რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
  • კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესის მხარდაჭერა;
  • კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის, მომსახურების პროდუქტებისა და პროცედურების სამართლებრივი ანალიზი, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის და სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი რისკების დადგენა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, ცვლილებებისა და დამატებების პროექტების ინიცირება და შედგენა, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში;
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
  • კომპანიისა და იურიდიული განყოფილების მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სასურველია);
  • სავალდებულოა იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • მართვის უნარი;
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
AML და მონიტორინგის ოფიცერი

ლიდერბეთი


16 ნოემ - 15 დეკ

Head of the Legal  Department

მაქრო ქონსთრაქშენი


13 ნოემ - 12 დეკ

Корпоративный Юрист в Батуми

საკონსულტაციო ჯგუფი


29 ნოემ - 28 დეკ

იურიდიული საკითხების და კონტრაქტების ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი

AirSystems


04 დეკ - 02 იან 2019

იურისტი

საქართველოს ეროვნული ბანკი


06 დეკ - 21 დეკ

იურისტი

თეგეტა მოტორსი


07 დეკ - 28 დეკ

იურისტი

რამ პოლიტეკქს


30 ნოემ - 28 დეკ

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV