04 ივლ - 02 აგვ
სტანდარტი
დამხმარე თანამშრომელი/საწყობის მიმღები
ბათუმი
თბილისი, საბურთალო
- სრული განაკვეთი
- 1120
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@superstore.ge
ტელეფონი: +995 577021010
„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. „სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
დღეს „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს დამხმარე თანამშრომლის/საწყობის მიმღების თანამდებობაზე ვეძებთ.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
სამუშაო ადგილი:თბილისი, საბურთალო, ს/ც: სითი მოლი
ბათუმი, ს/ც გრანდ მოლი
სამუშაო განაკვეთი:კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
დასვენების დრო:კვირაში 2 დღე
სამუშაო დრო:10:00 – 19:00
ანაზღაურების ტიპი:ფიქსირებული
ანაზღაურების ოდენობა:1120 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
- პროდუქციის მიღება, საწყობში განთავსება;
- პროდუქციის მოწესრიგება, სარეალიზაციო ფორმით აწყობა;
- საწყობის ნარჩენების (მუყაოს ყუთები) მოწესრიგება/გადაყრა;
- მომსახურების სივრცეში პროდუქციის, სარეკლამო აქსესუარების განთავსება;
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში:
მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - დამხმარე თანამშრომელი)
დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://shorturl.at/liEaP
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 577021010
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.
„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 194
უნიკალური ნახვები 184