04 ივლ - 02 აგვ
სტანდარტი
ადმინისტრატორი
თბილისი, ვაკე, ე. თაყაიშვილის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ესთეტიკური ცენტრი "პრესტიჟ ლუქსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის ცენტრში მიღება და თავაზიანი მომსახურება;
  • მომხმარებლის დეტალური კონსულტაცია, მომსახურებისა და პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებელთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება და მონაცემთა ბაზის მართვა;
  • მომხმარებლის სასურველ დროს ვიზიტის დაგეგმვა, ჩანიშვნა და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია ჩაწერების შესახებ;
  • შიდა დოკუმენტაციის წარმოება/განახლება;
  • ცენტრის საჭირო სახარჯი მასალების კონტროლი/აღრიცხვა/შესყიდვა;
  • მასალებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
  • მეილზე და სოციალურ ქსელში მოსულ კითხვებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება;
  • სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა.
  • ხელმძღვანელობისგან მოცემული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  • გამართული ქართულისა და რუსული/ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით არანაკლებ 3 წლისა;

აუცილებელი თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

სამუშაო პირობები:
  • მოქნილი გრაფიკი
  • ანაზღაურება შეთანხმებით.

მდებარეობა: ქ.თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.1ა (ვაკე)


დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: luxe@prestigeluxe.ge სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი"
CV-ები მიიღება 2025 წლის 15 ივლისამდე
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 164
უნიკალური ნახვები 157